1.მოგვიყევი შენი საერთაშორისო გამოცდილების შესახებ,სხვადასხვა ქვეყნის საკულტო კლუბებისა თუ რეზიდენტობების ფონზე, რა ისწავლე გლობალურ სცენაზე ისეთი, რაც დღესაც გეხმარება?
გლობალურ თუ ლოკალურ აუდიტორიასთან ურთიერთობით ყველაზე მეტად ის ვისწავლე, რომ ადამიანები ყველგან ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. მიუხედავად კულტურული თუ გეოგრაფიული განსხვავებებისა ადამიანები ერთნაირად ეძებენ სივრცეს სადაც დროებით საერთო რიტმში შეძლებენ გაერთიანებას. ასევე, საინტერესოა რამხელა გავლენა შეიძლება იქონიოს შენმა ოდნავ შეცვლილმა განწყობამ მთელ აუდიტორიაზე, ეს გეხმარება შენი თავის და განწყობის დაოსტატებაშიც.
გამორჩეული ალბათ ჩემს კოლექტივთან გაერთიანება არის ხოლმე ყოველ ჯერზე, Drift Kyiv-ის პირველი ივენთი, Saule, Berghain-ში, Radion Amsterdam-ში, ასევე კარგად მახსენდება ჰელსინკის დაკვრები, Post Bar, Ääniwalli, Club Zero-ს ივენთები და იქ შეძენილი მეგობრები. ინტერესით ველოდები აგვისტოში Drift Kyiv-ის შემდეგ ივენთს Den Anden Side კოპენჰაგენში, სადაც პირველად დავუკრავ Hybrid ლაივს Aniway-ს პროექტით, გაერთიანებულს Ani Kvirkvelia-ს სელექციასთან.
2. როგორ შეიცვალა შენი მუსიკალური გემოვნება წლების განმავლობაში, რას ეძებ ტრეკების შერჩევისას, ვინ არის დღეს შენთვის „კარგი დიჯეი/არტისტი“?
წლების განმავლობაში ჩემი მუსიკალური ხედვა ბევრნაირად ტრანსფორმირდა, ყოველთვის ღია ვიყავი სხვადასხვა ჟღერადობის მიმართ, თუმცა შესამჩნევი ალბათ ისაა რომ დროთა განმავლობაში, ექსპერიმენტალური და კომპლექსური სტრუქტურებიდან ყური უფრო მინიმალიზმისკენ წავიდა. დროსთან ერთად მუსიკაში პაუზისა და სივრცის მნიშვმელობა გაიზარდა. სიჩუმე, პაუზა, მანძილი და სიცარიელე ჩემთვის იგივენაირად მნიშვნელოვანი განზომილებაა ნამუშევარში როგორც ბგერა და გამოსახულება.
სეტის წინ ალბათ ყველაზე ხშირად ხმაურისგან დისტანცირებას ვცდილობ რომ უკეთ გავერკვე იმ დღის განწყობასა და სათქმელში, დანარჩენი კი დენსფლორზე ხდება, რაზეც ჩემი ჩათვლით ყველა ადამიანია პასუხისმგებელი ვინც იმ სივრცეში იმყოფება. ახალი ტრეკების შერჩევისას ვეძებ კონკრეტულ ასოციაციებს და ჩემს შინაგან ხაზს, რისი ვერბალიზაციაც, თითქმის შეუძლებელია ეს უფრო გამოცდილებაზე დაყრდნობილი ინტუიციაა. რაც შეეხება, საინტერესო დიჯეის, დღეს ჩემთვის არის ის, ვისაც შეუძლია იყოს აბსოლუტურად თავისუფალი, უსმენდეს ყველაფერს from bossa nova to nightcore.
3. როგორც მენტორი, ბევრს მუშაობ დამწყებ არტისტებთან. რა გიზიდავს ამ პროცესში ყველაზე მეტად და რას ცდილობ, რომ სტუდენტებს ტექნიკური უნარების მიღმა ასწავლო?
მენტორობა ჩემთვის პირველ რიგში გაზიარებაა. მგონია, რომ ცოდნა სტატიკური კი არა, ფლუიდური და ცოცხალი უნდა იყოს. ამ პროცესში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ყოველ სტუდენტთან სრულიად უნიკალური კომუნიკაცია და ენერგიის გაცვლა ხდება რეალურად, ჩვენ ორივე ვსწავლობთ. ტექნიკის სწავლება მარტივია, მე უფრო მეტად იმაზე ვმუშაობ, რომ მათ ბევრი დოგმატური აზრის „განსწავლაში“ დავეხმარო, ჩარჩოები მოვუხსნა. ახალ თაობას ბევრად მეტი სივრცე აქვთ, რაც დიდ შესაძლებლობებთან ერთად, შეუძლებლობებსაც შობს. ყველაზე გავრცელებული, რასაც ვხედავ, არის ფიქრი, თითქოს მუსიკალური კოლექცია მეორეხარისხოვანია. არადა საქმის სიყვარული და დისციპლინა ზუსტად ის თვისებებია რაც ნებისმიერ სფეროში ხანგრძლივ პერსპექტივაში გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. დამწყებებს ვურჩევდი დიდ სურათში დანახვას იმ სამყაროსი რომელსაც აშენებენ, ეს გეხმარება პატარა მარცხების და გამარჯვებების უბრალოდ პროცესის ნაწილად აღქმაში, რაც ნაკლებად გხდის მოტივაციაზე დამოკიდებულს.
4. შენი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტია Aniway. როგორ გაჩნდა მისი იდეა, იყო თუ არა სირთულეები და როგორ მიიღო შენმა მსმენელმა.
Aniway ერთდროულად ძალიან სპონტანურადაც დაიბადა და, ამავე დროს, სულ არსებობდა ჩემში , უბრალოდ რაღაც კონკრეტულ მომენტში განსხეულდა. ჩემი სხვა საქმიანობებისგან განსხვავებით, Aniway-ში ბევრი სიტყვაა, რაც ამ ეტაპზე ჩემი საყვარელი იარაღია. ეს ბევრად კომპლექსური პროექტია, რომელიც სხვადასხვა მედიის ჩართულობას და მათ სინთეზს მოითხოვს. ხშირად მეკითხებიან გამოწვევებზე, მაგრამ, სიმართლე გითხრა, მე ამ პროცესისთვის სირთულის იარლიყი არ მიმიწებებია. ყველაფერი, რაც გზად გვხვდებოდა, ახალი უნარის შეძენის ან აღმოჩენის შესაძლებლობა გამოვიდა. პროექტი ცოცხლობს, ვითარდება და წინ ბევრი ახალი მუსიკაა, რასაც აუდიტორია ძალიან მალე მოისმენს.
5. დღევანდელი გამოცდილებით, რას ეტყოდი საკუთარ თავს კარიერის დასაწყისში, იმ წლებში, როცა ყველაფერი ბუნდოვანი იყო?
ჩემი მოტივაცია ალბათ ყველა იდეის, ემოციისა და გამოცდილების აუდიო-ვიზუალურ ენაზე გარდაქმნის გამუდმებული სურვილზე დგას. აი, ცხოვრებაში რაღაც რომ გადაგხდება და მეგობარს გინდა მოუყვე, რომ მოგეშვას მე თითქოს ამ ფორმით გამომდის ეგ ყველაზე კარგად. მომწონს ამ ამბების და გამოცდილებების გარდაქმნა, მათი სამყაროში გაშვება და მერე დაკვირვება. ჩემთვის ისინი აბსოლუტურად თავისუფლები არიან ორიგინალი იდეის და ჩანაფიქრისგან და ღია ულევი ინტერპრეტაციისთვის, რისი მოსმენაც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილია ამ პროცესის.
დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ავთენტურობაა წარმატების გასაღები, თუმცა რეალურად არ ვიცი წარმატება რა არის, ალბათ პირობითია და მას ყველასთვის განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. ხოლო ჩემს თავს ამ გზის დასაწყისში ვეტყოდი რომ დასაწყისი არ არსებობს.
თეგები:
DJING -ის ინტენსიური კურსი
-2%
დიჯეინგის კურსი სამას სამ ჰერცსში 2019 წლის დასაწყისიდან არსებობს და მისი მიზანია ნებისმიერ დაინტერესებულ . . .
MIXING IN A BOX
-5%
კურსის განმავლობაში აითვისებ მიქსინგისა და ინჟინერიის ტექნიკებს და შეძლებ საკუთარი კომპოზიციის . . .
hip-hop / beatmaking -ის ორ თვიანი ინტენსიური კურსი
-3%
Hip-Hop/Beatmaking ის კურსის დანიშნულება მსურველთათვის ინსტრუმენტალური მუსიკის შექმნის სწავლება ჰიპ ჰოპ-ის . . .
Music Production - 3 თვიანი ინტენსიური კურსი
-5%
303 Hz გთავაზობთ ახალ 3 თვიან კურსს, რომელიც აერთიანებს: Ableton Live / Music Theory .
Live performance -ის ინტენსიური კურსი
-5%
კურსის განმავლობაში სტუდენტები დაეუფლებიან ელექტრონული მუსიკის ლაივში დაკვრის სხვადასვა ტექნიკებსა . . .
Cobert B2B Sevda MasterClass Course
-5%
MASTERCLASS - მუსიკის შექმნის პრაქტიკული კურსი Sevda-სა და Cobert-ისგან.
იდეიდან დასრულებულ ტრეკამდე: არანჟირება, . . .
Mentor Session: BEQA
უკვე ერთი წელია, რაც 303 Hz-ის გუნდს შემოვუერთდი,
Mentor Session: Ika Berdzenishvili
ელექტრონულ მუსიკასთან ჩემი პირველი შეხება რეალურად ვიდეოთამაშებიდან დაიწყო.
Mentor Session: Lasha Nikoleishvili
ელექტრონული მუსიკით დაახლოებით 2011-2012 წლებში დავინტერესდი. ისე მიყვარდა ეს სფერო, ღამეებს ვათენებდი და ერთ დღესაც მივხვდი, რომ უბრალოდ მოსმენა აღარ მყოფნიდა და უნდა მეცადა. მიუხედავად იმისა, რომ დედა ფორტეპიანოს მასწავლებელი იყო, ბავშვობაში მუსიკალურ განათლებას მაქსიმალურად ვარიდებდი თავს. მთელს ჩემს დროს ფეხბურთს ვუთმობდი.
Mentor Session - Sumo შოთიკო წვერავა
დღეს ყველაფერი ბევრად მარტივია,დიჯეინგის სწავლაც, ტექნიკაზე ხელმისაწვდომობაც. უამრავი სკოლა და სტუდია არსებობს, მაშინ როცა ადრე მხოლოდ ფირსაკრავები და სდჯ-100 იყო. რეალურად ბევრს უფრო სწრაფად უნდა სცენაზე გასვლა და დაკვრა, ვიდრე მუსიკაში სიღრმისეულად გარკვევაა. საიდან მოდის ეს კულტურა, როგორ დაიწყო ყველაფერი, როგორ უნდა ეძებო და გაიაზრო მუსიკა დიდად არ აინტერესებთ. საკმაოდ აჩქარებულები არიან. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანი რეალურად მზად იყოს სცენისთვის.