HAMATSKUI

MIXING IN A BOX-With RYDEEN - ღია კარის დღე 303Hz

2026-01-09 18:21:57

პარასკევს, 16 იანვარს, 15:00  საათზე , ელექტრონული მუსიკის სკოლა 303Hz წარმოგიდგენთ მუსიკალური წარმოების MIXING IN A BOX-With RYDEEN ღია კარის დღეს.  სადაც განხილული იქნება Mixing In a Box - ის ტექნიკური და კრეატიული ასპექტები, რაც გულისხმობს: სიგნალის როუთინგს, მიქსინგს, კომპოზიციის სტრუქტურას, არქიტექტურას, მათ ანალიზს, ოთახის აკუსტიკურ მოწყობას  და სხვა.

ეს კურსი მოიცავს ელექტრონული მუსიკის აუდიო მიქსინგის სრულ საფუძვლებს — ტრეკების დაბალანსებას, ეფექტების სწორ გამოყენებას (EQ, კომპრესია, რივერბი, დილეი), ლეველინგს, ედითინგს და მიქსის საბოლოო მომზადებას მასტერინგამდე, პრაქტიკული მაგალითებით.


✦ ღია კარის დღეს წარუძღვება ჩვენი სკოლის მენტორი დათუნა დგებუაძე ,სასცენო სახელით Rydeen

ჩვენს სკოლაში ამ კურსს დათუნა დგებუაძე, იგივე Rydeen ხელმძღვანელობს. დათუნამ მუსიკის კეთება ადრეული ასაკიდან
დაიწყო, როცა აკუსტიკური მუსიკიდან (ელექტრო გიტარა), ელექტრონულში გადმოერთო. სხვადასხვა ჟანრში თავის მოსინჯვის შემდეგ მან დაიწყო პროექტი Rydeen, რომელიც თავიდან მხოლოდ პროდაქშენზე იყო ორიენტირებული, 2 წლის შემდეგ კი დიჯეი და ლაივ სეტების დაკვრაც დაიწყო. მას შესწავლილი აქვს სხვადასხვა მიმართულებები,როგორიცაა Sound Engineering, Songwriting, Music Theory და უკვე მეოთხე წელია, რაც 303Hz-ის ოჯახის წევრია.


"დამწყები პროდუსერები ხშირად ვერ ხვდებიან მიქსინგის ცოდნის აუცილებლობას; Ableton Live-ის, ანუ მუსიკის წარმოების კურსის გავლის შემდეგ, მიქსინგის შესწავლა საშუალებას მოგცემს შენს მიერ გაკეთებული ტრეკი კარგად, დაბალანსებულად ჟღერდეს სხვადასხვა საუნდ სისტემაში.
თუ სტუდენტს სურვილი აქვს, რომ ეს სფერო სრულყოფილად აითვისოს და კონკრეტული ნაბიჯები თამამად გადადგას, უნდა იცოდეს, რომ ეს კურსი, მიქსინგის პროცესი, ამისათვის ერთ-ერთი განუყოფელი ნაბიჯი და ეტაპია."
 - დათუნა დგებუაძე , 303Hz ში, კურსის "Mixing in a box" , მენტორი. პროდიუსერი და დიჯეი


რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს : https://url-shortener.me/6XSQ 

თეგები:

DJING -ის ინტენსიური კურსი

-2%

დიჯეინგის კურსი სამას სამ ჰერცსში 2019 წლის დასაწყისიდან არსებობს და მისი მიზანია ნებისმიერ დაინტერესებულ . . .

MIXING IN A BOX

-5%

კურსის განმავლობაში აითვისებ მიქსინგისა და ინჟინერიის ტექნიკებს და შეძლებ საკუთარი კომპოზიციის . . .

Music Production - 3 თვიანი ინტენსიური კურსი

-5%

303 Hz გთავაზობთ ახალ 3 თვიან კურსს, რომელიც აერთიანებს: Ableton Live / Music Theory .

Mentor Session: Giorgi Koberidze

თავიდან, რომ დავიწყე საცეკვაო მუსიკას არც ვაკეთებდი, დღევანდელი ენით ამას ექსპერიმენტალური მუსიკა ჰქვია, მაგრამ არ მიყვარს ამ ტერმინის ასე გამოყენება, უბრალოდ არასაკლუბო მუსიკა იყო.