თქვენ ხშირად გინახავთ სუპერ ძვირადღირებული აღჭურვილობა, რომელიც ხმის ჩამწერ სტუდიებშია, ეს ყველაფერი კი გიბიძგებთ მუსიკის წარმოებაზე უარის თქმისკენ, რადგან ფიქრობთ, რომ ვერასოდეს შეძლებთ მიაღწიოთ ამ "პროფესიონალურ ჟღერადობას". ეს ასე არ არის. თუ თქვენ ხართ Electronic dance music არტისტი, მაშინ ფიზიკური მოწყობილობების უმეტესობა უბრალოდ არ გჭირდებათ! სტუდიებს მთელი ეს აღჭურვილობა აქვთ იმისთვის, რომ ჩაწერონ ბენდები და ზოგჯერ ორკესტრებიც კი. თქვენ კი, როდესაც მუსიკას წერთ კომპიუტერში, დიდი რაოდენობით ჩამწერი მოწყობილობის ქონა საერთოდ არ არის აუცილებელი.
ბევრი რამის თქმა შეიძლება სტუდიური მუსიკოსის შესანიშნავ შესრულებაზე, მაგრამ რეალობა ისაა, რომ თუ თქვენ აკეთებთ EDM-ს, დიდი ალბათობით არც ბევრ ჩანაწერს აკეთებთ. EDM ეფუძნება სინთეზს და სემპლის მანიპულირებას.
აქვე შევეხოთ Plug-in-ებსაც, სანამ აპარატურის ქონის აუცილებლობას ჩავუღრმავდებით. იმისდა მიხედვით, თუ რომელ DAW-ს იყენებთ, თქვენს მარაგში არსებული აუდიო ეფექტები შეიძლება მერყეობდეს ცუდიდან ძალიან მაღალ ხარისხამდე. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი პლაგინები არ არის საკმარისი, განაახლეთ ბიბლიოთეკა, მოიძიეთ კომპანიების, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა ვირტუალურ ინსტრუმენტებს და გადახედეთ მათ საბოლოო სიას.
1. ყურსასმენი
ტექნიკის ერთი ნაწილი, რომელშიც ინვესტირებას ნამდვილად გირჩევთ, არის კარგი ყურსასმენი. თუ სერიოზულად ხართ მუსიკის წარმოებაში ჩაფლული და გსურთ თქვენი მუსიკალური პოტენციალის ექსპონენციურად გაძლიერება, კარგი ყურსასმენები მოგცემთ ყველაზე დიდ სარგებელს. ისინი საშუალებას მოგცემენ გვერდი აუაროთ ოთახის აკუსტიკურად მოწყობის საჭიროებას, ასევე სტუდიის მონიტორებს. აშკარად სასიამოვნოა სხვადასხვა ვარიანტების ქონა, მაგრამ თუ პირველ ეტაპზე ხართ, ხარისხიანი ყურსასმენებით დაწყება ნამდვილად უპრიანია.
Შესანიშნავი ყურსასმენია მიქსინგისთვის, სატარებლად, გამძლეა და რაც მთავარია მისაღები ფასი აქვს.
($149) - Audio Technica ATH-M50x Headphones
2. MIDI კლავიატურა
თუ ფორტეპიანოზე უკრავთ, MIDI კლავიატურის ყიდვის სურვილი რა თქმა უნდა გექნებათ, თუმცა, თუ არ უკრავთ ფორტეპიანოზე, მაინც გარწმუნებთ, რომ მიდი კლავიატურა შეიძინოთ. როდესაც თქვენ ფიზიკურს ეხებით ნოტებს იდეებსაც ბევრად უფრო სწრაფად აგენერირებთ. ბევრად უფრო ადვილია მიდი კლავიატურის დახმარებით ექსპერიმენტების ჩატარება, ვიდრე MIDI ნოტების თქვენს DAW-ში დაპროგრამებით.

Akai Professional MPK Mini MKII
დასაწყისისთვის პრაქტიკულია, სატარებლადაც მოსახერხებელი. მოიცავს 2 ოქტავას, ჯოისტიკს, 8 ბალიშს (pads) და 8 სახელურს (knobs).

დასაწყისისთვის პრაქტიკულია, სატარებლადაც მოსახერხებელი. მოიცავს 2 ოქტავას, ჯოისტიკს, 8 ბალიშს (pads) და 16 სახელურს (knobs).
Arturia minilab MKII
3. აუდიო ინტერფეისი
აუდიო ინტერფეისი საშუალებას მოგცემთ ჩაწეროთ აუდიო თქვენს DAW-ში. როდესაც ყიდულობთ სტუდიის მონიტორებს, ის საშუალებას მოგცემთ დააკავშიროთ თქვენი კომპიუტერი მათთან. აუდიო ინტერფეისში მეტი ფულის ინვესტიცია მოგცემთ დამატებით inputs/outputs, უფრო მაღალი ხარისხის გადამყვანებს და გექნებათ შესაძლებლობა ჩაწეროთ უფრო მაღალი ნიმუშის სიჩქარით. (Sample Rates).
თუ მაინც და მაინც ბენდების ან ტონა ვოკალის ჩაწერას არ აპირებთ, გირჩევთ დაზოგოთ ფული ძვირადღირებულ აუდიო ინტერფეისზე. თუ ახლა იწყებ ხელსაწყოების შეგროვებას, ჯობია ფული სხვა რამისთვის გამოიყენო.

Native Instruments KOMPLETE Audio 1

Roland Rubix 22
ის აკეთებს მაღალი ხარისხის A/D (ანალოგური ციფრულში) და D/A (ციფრული ანალოგურში) კონვერტაციას. თქვენს ლეპტოპში შეერთებით თქვენ შეძლებთ მიკროფონების, გიტარის და მონიტორების ინტეგრირებას.
4. Მიკროფონი
მიკროფონი ფასდაუდებელი ინსტრუმენტია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ EDM-ის უმეტესობა ნიმუშებზეა დაფუძნებული. მაშინაც კი, თუ თქვენ არ ჩაწერთ ვოკალისტებს, თქვენს სახლში ისეთი ნივთების ჩაწერა, რომლებიც უცნაურ ხმებს გამოსცემენ, შეიძლება გამოიწვიოს უნიკალური და ავთენტური ჟრერადობა. NGHTMRE ცნობილია თავის სამზარეულოში ქვაბებისა და ტაფების ხმის ჩაწერით და ამ ნიმუშების თავის ტრეკებში გამოყენებით. მიკროფონით თქვენ ნამდვილად უღებთ შემოქმედებითი შესაძლებლობების კარს საკუთარ თავს.

($99) - MXL 990 Microphone
ფასიდან გამომდინარე, ეს არის ფენომენალური მიკროფონი. Მისი დახმარებით შეგიძლიათ ჩაწეროთ ვოკალი, აკუსტიკური ინსტრუმენტები და ნიმუშები. ეს მიოკროფონი შედარებულია ზოგიერთ ისეთ მიკროფონთან, რომელთა ფასიც სამმაგია.
5. აკუსტიკის მოწყობა
Სამუშაო სივრცის აკუსტიკურა მიწყობა ძალიან აუცილებელია და სანამ სტუდიურ მინიტორებს შეიძენთ, მანამდე სჯობს ამაზე იზრუნოთ. თუ თქვენი ოთახის აკუსტიკა შემაწუხებელია და მუსიკის მოსმენა გამაღიზიანებელი, ამან შეიძლება გააუარესოს თქვენი მიქსები. დიდი შედეგის მისაღწევად დიდი თანხის დახარჯვა არ გჭირდებათ. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ისეთი რამ, როგორიცაა მცენარეების განთავსება თქვენს ოთახში, რომ იმოქმედონ ბასის ხაფანგად, ასევე კარგი იქნება თუ დაკიდებთ მკვრივ ორგანულ მასალას, აკუსტიკურ პანელებს თქვენს კედლებზე ხმის შთანთქმისთვის. ამის გაკეთებას ზედმეტი დანახარჯის გარეშეც მოახერხებთ ეფექტური მეთოდებით, თანაც ეს ყველაფერი ვიზუალურადაც ლამაზი შეიძლება გამოვიდეს.
როგორც კარგი წესი, თქვენი ოთახის მხოლოდ 50% უნდა დაიფაროს აკუსტიკური პანელებით. თუ ძალიან ბევრ აკუსტიკურ შთანთქმას გამოიყენებთ, მიიღებთ ოთახს, რომელშიც "მკვდარი" ჟღერადობა ექნება თქვენს მუსიკას.
($160) - Rock Wool Panels
თუ მოძრავი საბნები ანგრევს თქვენი ოთახის ფენგ შუის, შეგიძლიათ გამოიყენოთ როკის მატყლის პანელები, რომლებიც ბევრად უფრო ლამაზად გამოიყურება.
6. სტუდიის მონიტორები
სტუდიის მონიტორები, ანუ დინამიკები მნიშვნელოვანია, რადგან მათი დახმარებით დაინახავთ, როგორ ჟღერს თქვენი მუსიკა ოთახში. ისინი გამოავლენენ მუსიკის გარკვეულ ელემენტებს, რომელთა რეპროდუცირება ყურსასმენებს არ შეუძლიათ. კარგი სტუდიური მონიტორით და სწორად შერჩეული ყურსასმენებით, თქვენი მიქსები აუცილებლად გაუმჯობესდება.

ADAM-Audio T5V Nearfield Monitor

GENELEC 8010A
ეს მონიტორები ძალიან პოპულარულია და უამრავ სტუდიაში გვხვდება მთელს მსოფლიოში. Საკმაოდ გამოცდილი და ნამუშევარი მოდელია. ფასიც იდეალური აქვს.
7. დრამის მანქანა
ყველას გვსმენია სიტყვა “დრამ მეშინი” და ეს სხვა არაფერია, თუ არა დრამის აპარატები, ელექტრონული მუსიკალური ინსტრუმენტები, რომლებიც ქმნიან დასარტყამი ინსტრუმენტების ჟღერადობას. მათ შეუძლიათ დრამის ნაკრების ან სხვა დასარტყამი ინსტრუმენტების იმიტაცია ან უნიკალური ხმების გამომუშავება. დრამის აპარატებს შეუძლიათ შექმნან ბგერები ანალოგური სინთეზის გამოყენებით ან წინასწარ ჩაწერილი ნიმუშების დაკვრა (Presets). ფაქტია, რომ დრამის აპარატებმა დიდი გავლენა იქონია პოპულარულ მუსიკაზე.

AKAI MPC ONEEXEU
8. გარე მყარი დისკები
გარე მყარი დისკები სულ უფრო და უფრო იაფდება. ახლა თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მასიური 4TB მყარი დისკი დაახლოებით საკმაოდ მისაღებ ფასად. Სასურველია ის იყოს მოსახერხებელი სატარებლად და შეგეძლოთ მისი მოთავსება თქვენს ზურგჩანთაში უპრობლემოდ.
გარდა ამისა, კარგი იდეაა თქვენი კომპიუტერის სარეზერვო ასლის შექმნა მეორე გარე მყარ დისკზე მეტი სივრცით. Დესკტოპ კომპიუტერის გარე მყარი დისკები, როგორც წესი, ოდნავ უფრო დიდია და არ ღირს ისე, როგორც პორტატული გარე მყარი დისკები.
.jpg)
($125) SAMSUNG T5 Portable SSD 1TB
გარე ვინჩესტერი ძალიან მისაღებ ფასად.
ავტორი: ნიკა ბაძაღუა