HAMATSKUI

ტექნიკურად კი გამარტივდა მუსიკის შექმნა, მაგრამ შემოქმედებითად კიდევ უფრო გართულდა - გიორგი კობერიძე

2023-03-27 17:39:43

გიორგი კობერიძე იგივე cobert- პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი არტისტია. გიორგი 303Hz ში ხელმძღვალენლობს Ableton Live და Live Performance - ის კურსებს.

ის
ელექტრონული მუსიკით ადრეული ასაკიდან დაინტერესდა და 14 წლიდან უკვე პროგრამა Ableton Live-ს დაეუფლა. მოგვიანებით მან კონსერვატორიის მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. გიორგი ასევე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგია მუსიკის პროგრამირების მიმართულებით. 303 ჰერცში კი 3 წელზე მეტია Ableton Live - ის კურსს უძღვება. გიორგის შემოქმედება ეკლექტურია და მოიცავს როგორც ელექტრონულ საცეკვაო ჟანრებს, ასევე ექსპერიმენტალურსა და ინსტრუმენტალურს. მას გამოშვებული აქვს 10 მდე სოლო ფირფიტა სხვადასხვა უცხოურ ლეიბლებზე და აქტიურადაა ჩართული ლოკალურ თუ საერთაშორისო სცენაზე როგორც ლაივ-არიტისტი.




    -  “გამოცდილების გაზიარებაზე რომ ვისაუბრო, ამასთან დაკავშირებით აზრი ხშირად არა, მაგრამ მეცვლება ხოლმე. ადრე ვფიქრობდი, რომ პროგრამის და ელექტრონული მუსიკის წერის საბაზისო ცოდნის იქით რჩევების მიცემისას, რაც შეიძლება ფრთხილი და მოზომილი უნდა ვყოფილიყავი. ახლა ვფიქრობ, რომ მხოლოდ სიფრთხილეც საკმარისია და ჩემი სუბიექტური აზრი მუსიკაზე ძალიანაც არ უნდა მოვთოკო.  სხვა შემთხვევაში ლექციები შეიძლება ზედმეტად ზედაპირული და ტექნიკური აღმოჩდეს, რაც სულაც არ მინდა. რაღაც დონეზე “მასწავლებელი” “მოსწავლეს” თავის  სუბიექტურ აზრს რომ უზიარებდეს ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, არადა ადრე სხვანაირად ვფიქრობდი. პედაგოგის არჩევას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ქონდა და ხშირად კომპოზიტორების მუსიკალური პრეფერენციები დამოკიდებული იყო იმაზე, თუ ვის კლასში მოხვდებოდნენ.  ამიტომაც კარგი იქნება თუ სტუდენტები მოისმენენ ჩემს მუსიკას და დარწმუნდებიან სურთ თუ არა ჩემს კლასში, იმიტომ, რომ მათზე მუსიკალური გავლენის მოხდენას არ მოვერიდები (ეს ხუმრობით რათქმაუნდა).

     დღეს ტექნიკურად ელექტრონული მუსიკის შექმნა ბევრად იოლია ვიდრე ადრე  იყო. უამრავი ახალი ხელსაწყო გაჩნდა, რომელიც წამში აკეთებს საათების საქმეს და იმდენი პროგრამაა, რაც თითქოს სპეციალური ცოდნის გარეშე გვეხმარება სხვადასხვა მუსიკალურ ასპექტში, მაგალითად ჰარმონიის დაწერაში.  რამოდენიმე დღის წინ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით დაწერილ ნაწარმოებებს ვუსმენდი. თავისუფლად შეგიძლია ნებისმიერი ჟანრი დაუხასიათო და შეგიქმნის ელექტრონულ მუსიკას, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება მსგავს ჟანრში დაწერილ სხვა ნაწარმოებების უმეტესობას. ეს იმიტომ ხდება, რომ ელექტრონული მუსიკა (არამარტო) ძალიან პროგნოზირებადი გახდა.  ასე რომ, ტექნიკურად კი გამარტივდა მუსიკის შექმნა, მაგრამ შემოქმედებითად კიდევ უფრო გართულდა ისეთი რამის დაწერა, რასაც პროგრამა ერთ წამში არ დაწერს და ამით აზრს დაუკარგავს შენს მიერ შექმნილ მუსიკას. ამიტომ რაღაც მხრივ მიხარია, რომ ხელოვნური ინტელექტი მუსიკის წერას სწავლობს  -  ამით ბევრი ისედაც რობოტულად, უსულოდ დაწერილი მუსიკა (რომელიც ასე მრავლადაა დღესდღეისობით) გაიფილტრება.

სკოლას, სადაც ამდენი ადამიანი სწავლობს, რა თქმა უნდა, დიდი როლი აქვს ელექტრონულ მუსიკაში. ზოგადად მუსიკის განვითარებასთან სკეპტიკურად ვარ განწყობილი. მე გავრცელებას უფრო დავარქმევდი.არ ვეთანხმები ხოლმე, როდესაც ამბობენ, რომ სადმე განვითარებულია ელექტრონული მუსიკა. ის უბრალოდ სადღაც მეტად გავრცელებულია და სადღაც ნაკლებად." 
-  გიორგი კობერიძე


ბლოგის ავტორი - ქეთა ჯინჭარაძე

თეგები:

Ableton Live

მუსიკის წარმოება

დამწყები მუსიკოსებისთვის

პროდიუსერები

ableton live -ის ინტენსიური კურსი

-5%

303 ჰერცი - გთავაზობთ ნულიდან შეისწავლოთ მუსიკა და მუსიკის წარმოების საფუძვლები, Ableton Live - ის მეშვეობით. ჩვენს . . .

Live performance -ის ინტენსიური კურსი

-5%

კურსის განმავლობაში სტუდენტები დაეუფლებიან ელექტრონული მუსიკის ლაივში დაკვრის სხვადასვა ტექნიკებსა . . .

303Hz-ში იქმნება ერთგვარი ქომუნითი, რაც საბოლოო ჯამში ქალაქისთვის კარგ საქმედ მიმაჩნია-KVANCHI

ისეთი სივრცის არსებობას , როგორიც არის 303Hz,ძალიან დადებითი გავლენა აქვს ჩვენი ქალაქის ელექტონული მუსიკის სცენის განვითარებისთვის

მეტ-ნაკლებად  ვცდილობთ, სწორი ადამიანები შემოუერთდნენ ჩვენს დიდ ოჯახს, რაც ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანია - კოტე ჯაფარიძე

ეს ქოლგა, რომლის ქვეშაც ვართ  ეს ადამიანები, მენტორები, კოლეგები თუ მეგობრები თავმოყრილი, 303 ჰერცად, ანუ ელექტრონული მუსიკის შემსწავლელ სკოლად არის ცნობილი.

303Hz არის აკადემიურობის და უშუალობის შერწყმა, რაც საბოლოოდ საუკეთესო შედეგის საწინდარია - ლაშა ნიკოლეიშვილი

ჩემთვის უდიდესი წარმატებაა ვიყო ამ სკოლის ნაწილი, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს დღევანდელი ელექტრონული მუსიკის სცენის განვითარებაში. ეს გარემო წარმოუდგენლად მეგობრული და პროდუქტიულია. აქ გატარებული თითოეული დღე, როგორც მენტორისთვის, ისე სტუდენტებისთვის არა მხოლოდ განათლებისთვის, არამედ სოციალური ურთიერთობებისთვისაც საუკეთესო საშუალებაა. 303Hz არის აკადემიურობის და უშუალობის შერწყმა, რაც საბოლოოდ საუკეთესო შედეგის საწინდარია.