HAMATSKUI

კმაყოფილება მაქვს და სიამაყის გრძნობაც, როცა მომხმარებელს ცხოვრებას ვუმარტივებ - კახა ფიჩხაია

2022-06-20 20:28:28

303 არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარი თავი იპოვო. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა, 303-ში შევძელი UX/UI დიზაინის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ცოდნის დაგროვება, რამაც თავის მხრივ საშუალება მომცა აქ მიღებული ცოდნა თბს-ში გამომეყენებინა და ყოველდღიურად უამრავ საინტერესო პროექტზე მემუშავა. დიზაინ პროცესები ჩემთვის საინტერესო და აზარტულია,
კმაყოფილება  მაქვს და სიამაყის  გრძნობაც, როცა მომხმარებელს ცხოვრებას ვუმარტივებ.




ჩვენ ვცხოვრობთ გარშემორტყმული მომხმარებლის გამოცდილებით, როგორც ანალოგურ, ისე ციფრულ სამყაროში. ux დიზაინერის მოვალებაა პროდუქტი იყოს შექმნილი ჩვენი გამოცდილების საფუძველზე, ინფორმაციის მოძიების გზაზე ან ჩვენს აღქმაზე. ui  დიზაინერი კი ამ ყველაფრის ვიზუალურ გამოცდილებას ქმნის.


​​ვფიქრობ, იმისათვის რომ კარგ დიზაინერად ჩამოყალიბდე აუცილებელია გქონდეს სწრაფვა მუდმივი განვითარებისთვის, ამასთან უნდა გქონდეს ინდივიდუალურობის შეგრძნება და გიყვარდეს შენი საქმე, ამ ყველაფერს დავამატებდი უმნიშვნელოვანესს- უნარს შეგეძლოს მშვიდი და ფაქტებით გამყარებული საუბარი, რათა მომხმარებელთან და დამკვეთებთან სწორი კომუნიკაცია აწარმოო.

 



ინსპირაცია წყარო ყველთვის ჩვენს გარშემოა, მთავარია სწორად დავაკვირდეთ დეტალებს, ხშირად ვსეირნობ და ვაკვირდები ადამიანებს, მათ ქცევებს, თუ როგორ იღებენ მარტივ გადაწყვეტებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ყოველდღიურად ვათვალიერებ სხვა დიზაინერების ნამუშევრებს.

კარგი ციფრული პროდუქტი ცვლის მომხმარებლის ცხოვრებას, ამარტივებს მათ ქცევებს და ზრდის მოთხოვნებს. ალბათ წარმოუდგენელია წახვიდე სამოგზაუროდ და არ გამოიყენო airbnb ან გიყვარდეს მუსიკა და არ იყენებდე spotify-ის, უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, როცა მომხმარებლის ცხოვრება კარგმა ციფრულმა პროდუქტმა შეცვალა, ხოლო კარგი პროდუქტის შექმნა ux/ui დიზაინერის გარეშე შეუძლებელია.