HAMATSKUI

რატი ბარამაძე - ქართული ფლაგინები საერთაშორისო ბაზარზე

2026-06-23 17:39:02

მოგვიყევი, როგორ დაიწყო შენი ურთიერთობა ელექტრონულ მუსიკასთან?

ჩემი ურთიერთობა მუსიკასთან 10 წელზე მეტს ითვლის. ელექტრონულმა მუსიკამ თავიდანვე მიმიზიდა იმ უსაზღვრო თავისუფლებით, რასაც ხმის სინთეზი და ხმის დიზაინი იძლევა. ყველაფერი ჩემით, დამოუკიდებლად ვისწავლე. პრაქტიკით, ექსპერიმენტებით და დაუსრულებელი ძიებით. ჩემი, როგორც არტისტის იდენტობა ყოველთვის ლაივ-პერფორმანსებს უკავშირდებოდა. სწორედ ამ პროცესმა, ლაივში ხმის მართვის სირთულემ და მუდმივმა დინამიკის ძიებამ, მიბიძგა საკუთარი მუსიკალური ხელსაწყოების შექმნისკენ და ჩამომიყალიბა ის მუსიკალური ფილოსოფია, რომელიც დღეს SWARM.AUDIO.DSP-ის საფუძველია.

შენ ყველაფერი დამოუკიდებლად ისწავლე. რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა და როგორ იქცა ეს სირთულეები საბოლოოდ შენს უპირატესობად?

სირთულეები ძირითადად სამი მიმართულებით იყო. პირველი, მე არ მოვდიოდი მუსიკოსების წრიდან, საერთოდ არ მქონდა კავშირები ამ სფეროში და არც არავის ვიცნობდი, ვინც სწორი მიმართულებით წამიყვანდა ან ხმის სინთეზს მასწავლიდა. ყველაფრის დამოუკიდებლად, ნულიდან აღმოჩენა მიწევდა. მეორე გამოწვევა თავად ხელსაწყოების ხელმისაწვდომობა იყო. დამწყები პროდიუსერისთვის პროფესიონალური ფლაგინები და პროგრამები კატასტროფულად ძვირი ღირდა, რის გამოც ხშირად ხელი არ მიმიწვდებოდა იმ ინსტრუმენტებზე, რაც ხმაზე ექსპერიმენტებისთვის მჭირდებოდა. და მესამე, საქართველოში მუსიკალური ტექნოლოგიების სფერო საერთოდ არ არსებობდა, რაც ნიშნავდა იმას, რომ არ გვქონდა არანაირი აკადემიური ბაზა და შესაბამისი ლიტერატურა. ამ ბარიერებმა, მიუხედავად იმისა, რომ გზა ძალიან გაართულა, საბოლოოდ მაინც დადებითი როლი ითამაშა. სწორედ ხელსაწყოების სიძვირემ და ინფორმაციის ნაკლებობამ მიბიძგა იქითკენ, რომ ხმის დიზაინი და ინჟინერია ჩემით შემესწავლა და მოგვიანებით სხვებისთვის შემექმნა ხელმისაწვდომი VST ინსტრუმენტები.  ვინაიდან ძალიან კარგად მახსოვს, რა რთულია დამწყები არტისტისთვის ხარისხიან ხელსაწყოებთან წვდომა, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ახალი თაობის მხარდაჭერა: სწორედ ამიტომ, 303 ჰერცის სტუდენტებისთვის ჩემს შექმნილ პროდუქტებზე სპეციალური, 80%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს, რათა მათ აღარ შეექმნათ ის ფინანსური ბარიერები, რაც მე მქონდა და მთელი ყურადღება მხოლოდ შემოქმედებასა და ექსპერიმენტებს დაუთმონ.

როგორ დაიბადა SWARM.AUDIO.DSP-ის იდეა და რა გინდოდა შეგექმნა ისეთი, რაც უკვე არსებულ ინსტრუმენტებში გაკლდა?

როგორც პროდიუსერს, მუსიკის შექმნის პროცესში მუდმივად მიწევს კონტაქტი უცხოელ კოლეგებთან, არტისტებთან თუ ლეიბლების კურატორებთან. თუმცა, ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოცდილება ჩემთვის სწორედ SWARM.AUDIO.DSP-ის შექმნაა. რომლის, პროდუქტები თავიდანვე შეიქმნა გლობალური მუსიკალური ბაზრისთვის. პირველივე პლაგინი, HydroSwarm, მსოფლიოს 10-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა, მათ შორის აშშ-ში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და იაპონიაში.

როცა ქმნი ახალ ფლაგინს, როგორ მიდიხარ იდეიდან საბოლოო ინსტრუმენტამდე, რა პროცესია შენთვის ყველაზე საინტერესო ამ ყველაფერში?

ფლაგინების შექმნა გადავწყვიტე იმიტომ, რომ ციფრულ მუსიკაში მუდმივად მაკლდა ცოცხალი, ორგანული განვითარება. SWARM.AUDIO.DSP-ის ყველა ინსტრუმენტის ფუნდამენტური კონცეფცია არის მართვადი გენერაციული მოძრაობა. ჩემი შექმნილი ფლაგინები მომხმარებელს არ სთავაზობენ უბრალო, სტატიკურ ეფექტებს ან მშრალ ხმებს. თითოეული პროდუქტი არის ხმოვანი მოძრაობის გენერატორი, სადაც მომხმარებელი მართავს ხმის ფიზიკურ ტრაექტორიას, იქნება ეს ფილტრის დინება, ეკვალაიზერის სპექტრული ტალღები თუ ალგორითმულად გენერირებული მუსიკალური პატერნები. ხმა არასდროს ჩერდება ერთ წერტილში, ის მუდმივად მიედინება და ვითარდება, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ შექმნის პროცესს, აქაც სრულიად ახლებური მიდგომა მაქვს. კომპანიაში ფიზიკურად მხოლოდ მე ვარ, კრეატიულ ხედვას და ხმის მათემატიკურ მოდელებს მე ვსაზღვრავ, ხოლო AI აგენტები მეხმარებიან რთული C++ კოდის წერაში და სხვადასხვა ოპერაციულ სისტემებზე (Windows/macOS) ფლაგინის კომპილაციაში. ეს მაძლევს საშუალებას, რომ ერთმა ადამიანმა რამდენიმე კვირაში შევქმნა ის,რასაც ტრადიციულად 15-კაციანი დეველოპერების გუნდი თვეებს ანდომებს და დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. 

თეგები:

DJING -ის ინტენსიური კურსი

-2%

დიჯეინგის კურსი სამას სამ ჰერცსში 2019 წლის დასაწყისიდან არსებობს და მისი მიზანია ნებისმიერ დაინტერესებულ . . .

Music Production - 3 თვიანი ინტენსიური კურსი

-5%

303 Hz გთავაზობთ ახალ 3 თვიან კურსს, რომელიც აერთიანებს: Ableton Live / Music Theory .

Cobert B2B Sevda MasterClass Course

-5%

MASTERCLASS - მუსიკის შექმნის პრაქტიკული კურსი Sevda-სა და Cobert-ისგან. იდეიდან დასრულებულ ტრეკამდე: არანჟირება, . . .

MIXING IN A BOX

-5%

კურსის განმავლობაში აითვისებ მიქსინგისა და ინჟინერიის ტექნიკებს და შეძლებ საკუთარი კომპოზიციის . . .

Music Theory

კურსის განმავლობაში, თეორიულ-პრაქტიკული მეცადინეობებით ისწავლი მაჟორულ-მინორულ სისტემას, საბაზისო . . .

Behind the Sound - მარიამ გოგოჭური

გაიცანით მარიამ გოგოჭური რომელმაც კლასიკური მუსიკალური განათლების და საოპერო კარიერის შემდეგ ელექტრონული მუსიკის შესწავლა გადაწყვიტა. რამაც ის ჩვენს სკოლაში მოიყვანა და  Music Production  და DJing-ის კურსები გაიარა.  ვიდეო, სადაც მარიამის შესახებ უფრო მეტს შეიტყობთ, სწორედ მის მიერ დაწერილი მუსიკითაა გაფორმებული.

Mentor Session: Ani Kvirkvelia

მენტორობა ჩემთვის პირველ რიგში გაზიარებაა. მგონია, რომ ცოდნა სტატიკური კი არა, ფლუიდური და ცოცხალი უნდა იყოს. ამ პროცესში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ყოველ სტუდენტთან სრულიად უნიკალური კომუნიკაცია და ენერგიის გაცვლა ხდება რეალურად, ჩვენ ორივე ვსწავლობთ. ტექნიკის სწავლება მარტივია, მე უფრო მეტად იმაზე ვმუშაობ, რომ მათ ბევრი დოგმატური აზრის „განსწავლაში“ დავეხმარო, ჩარჩოები მოვუხსნა.