მუსიკის კეთება ჩემთვის ყველაზე დიდი განტვირთვის და საკუთარ თავთან მარტო დარჩენის საშუალებაა - გიორგი ლომთაძე
პირველი შთაგონება, რომელმაც გადაგაწყვეტინა მუსიკის შესწავლა და წერა ?
2017 წელს, მუსიკალურ ფესტივალზე ვიყავი და დავინტერესდი საიდან მოდიოდა ესეთი ხმებიდა დავისახე გეგმად, როცა დავბრუნდებოდი სახლში დამეწყო ძიება და გადავაწყდი Youtube ზე , ვიდეო გაკევეთილს სადაც ტიპი psytrance ს აკეთებდა და ჩემში გაოცება გამოწვიაროდესაც დავინახე რა იმალება რეალურად ამ ხმების უკან.
რა პლიუსი აქვს, განათლების მიღებას მუსიკალურ სკოლაში თვითნასწავლობასთანშედარებით ?
ალბათ დამოკიდებულია პიროვნებაზე, მე მაგალითად თავიდან ჩემით დავიწყე ინფორმაციების მოძიება, დავდიოდი ღია კარის დღეებზე, ვეძებდი გაკვეთილებს ინტერნეტში , მაგრამ როცა სკოლაში მივედი , უფრო ღრმად გავიგე რას აკეთებს LFO , ფილტრები და მსგავსიპლაგინები, უფრო დავუახლოვდი VST პლაგინებს მაგრამ ჩემთვის მთავარი იყო, რომ გავიცანი ხალხი ვისთანაც ინფორმაციას ვცვლიდი, ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენ მიდგომებს, ვაძლევდით რჩევებს და ეს ძალიან დამეხმარა განვითარებაში.
რა მნიშვნელოვბის მატარებელია შენთვის მუსიკა ?
მუსიკის კეთება, ჩემთვის ყველაზე დიდი, განტვირთვის და საკუთარ თავთან დარჩენის საშუალებაა. ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს მუსიკის წერა, როცა ვუზიარებ ჩემს ნაშრომებს მსმენელს და მათგან ვგრძნობ ამ შრომის მოწონებას ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის. მუსიკა ჩემი თავის ყველაზე საუკეთესო გამოხატულებაა, ყველა ჩემი მოქმედება მუსიკაში საბოლოოდ აისახება ჟღერადობად.

როგორ იწყება შენი მუსიკის წერა?
უმეტეს შემთხვევაში იწყება დრამით რომელსაც ემატება სხვადასხვა ელემენტები: პედები, ბასლაინები, პერკუსიები და სხვა მრავალი.
მაგრამ მაქვს შემთხვევები როცა ვხსნი პროექტს და ვიწყებ ექსპერიმენტების კეთებას, შეიძლება ეს პროექტი არც მივიყვანო ბოლომდე მაგრამ აქ ჩატარებული სხვა და სხვა ცდები, შემდეგ პროქტში ძალიან გამომადგეს.
Abelton ში ჩაშენებული რომელი პლაგინები მოგწონს?
ვისაუბრებ Operator ზე Operator არის FM synth რომლის საშუალებითაც შეგიძლია გამოძერწო ნებისმიერი sound, მისი დაბალი სიხშირები ძალიან კარგია რაც გაძლევს საშუალებას, რომ კარგი საბი მიიღო. Operator ში გაქვს ჩაშენებული ფილტრიც და LFO ც, არის 4 sound გენერატორი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს Operator ების მიმდებროვას, რადგან ყველა ოპერატორი ერთმანეთზე მოქმედებს, მათი სწორი თანმიმდევროვით და სწორი სიხშირეებით, შეგიძლია მიიღო როგორც Kick ასევე Snare ან Hi hat შეგიძლია აიღო LFO და ფიჩს დაუკავშირო რომელიც უფრო საინტერესო ხმის ცვალებადობას გაძლევს

მოგვიყევი შენს ინსტრუმენტზე?
ჩემი ინსტრუმენტი არის Jomox Alpha Base, რომელიც შექმნა JÜRGEN MISCHELIS.
ეს არის დრამ მანქანა რომელიც აწყობილია სხვა და სხვა მოდულარებისგან რომელიც, ცალკეულადაც იყიდება.
შიგნით აქვს ჩაშენებული სხვა და სხვა ეფექტები, Delay, Reverb. აქვს სექვენსერი, ასევე არის სემპლერი რომელზეც 300 მდე სხვა და სხვა სემპლის ჩაწერა შეგიძლია, თავისივე მეხიერების ბარათის დახმარებით. ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს, მაგალითად თავისივე Envelope, LFO, Filter, რაც გაძლევს საშულებას რომ ყველაფერი ზედვე შექმნა

სამომავლო გეგმა ?
ჩემი სამომავლო გეგმაა, წარვადგინო ლაივი რომელზეც დიდი ხანია ვმუშაობ
ავტორი: თამაზ კორაშვილი