HAMATSKUI

ნებისმიერ მედიას ხასიათს აძლევს ის მუსიკა, რომლითაც ვაფორმებ. - ანა ჭიჭინაძე

2024-04-25 18:10:47

ჩემთვის 303Hz გახდა ადგილი, იმ შესაძლებლობებისთვის, რომელსაც მთელი ცხოვრებაა მუსიკაში ვეძებ. ყველაფერი დაიწყო ჩემი სიმღერისადმი დიდი სიყვარულით და ინტერესით, რის გამოც ეტაპობრივად დავიწყე სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის ძიება. 2012/13 წლებში, აღმოვაჩინე ელექტონული მუსიკა და მისი ქვეჟანრები, რამაც კიდევ უფრო მეტი ინტერესი გამოიწვია ჩემში, რადგან აღმოვაჩინე, თუ რამდენად დიდია მუსიკალური სპექტრი. ვთვლი, რომ მუსიკის ნებისმიერ ჟანრში შეგიძლია, საკუთარი მეს პოვნა. ჩემთვის მუსიკა არის ხელოვნების უნივერსალური ფორმა, რომელსაც ყველაზე ახლოს შეუძლია მიგიყვანოს საკუთარ თავთან ნებისმიერ მდგომარეობაში. მუსიკასთან ურთიერთობა (იქნება ეს მსმენელის პოზიციაში ყოფნა თუ არტისტის) მეხმარება აღვიქვა საკუთარი თავი, მე მოცემულ მდგომარეობაში. 
ვფიქრობ, მუსიკოსისთვის მნიშვნელოვანია, კრეატიულობა , იმპროვიზაცია, ექსპრესია და თავისი მუსიკის საშუალებით საკუთარი თავის ავთენტურად გამოხატვის უნარი. 




303 - მა მომცა იმის საშუალება, რომ აქტიური მსმენელიდან გადავსულიყავი არტისტის პოზიციაში, რაც იმაზე ბუნებრივად და მარტივად მოხდა ვიდრე წარმომედგინა, რადგან დამხვდა ძალიან მეგობრული და ინსპირაციული გარემო. დიდი ხანი ვფიქრობდი სასცენო სახელზე. “sparks” - ეს არის ნაპერწკალი, რომელსიც მუსიკოსსა და მსენელს შორის ჩნდება პერფორმანსის დროს.

ჩემი ურთოერთობა ხელოვნებასთან, გარდა მუსიკისა, გრაფიკული დიზაინის კეთებითაც გამოიხატება. დაინტერესებული ვარ Mixed Media Animations, რომელიც, ვფიქრობ, პირდაპირ კავშირშია მუსიკასთან, ვინაიდან,  ნებისმიერ მედიას ხასიათს აძლევს ის მუსიკა, რომლითაც ვაფორმებ.
 

თეგები:

დიჯეინგი

CDJ

დიჯეი

დამწყები მუსიკოსებისთვის

DJING -ის ინტენსიური კურსი

-2%

დიჯეინგის კურსი სამას სამ ჰერცსში 2019 წლის დასაწყისიდან არსებობს და მისი მიზანია ნებისმიერ დაინტერესებულ . . .

ყველაზე თავისუფლად თავი ქაოტურ ჟღერადობებში აღმოვაჩინე - ARYA

ჩემი მენტორი , ელენე საბიაშვილი, aka Mtvare, მახსოვს ყველა გაკვეთილზე როგორი აღტაცებით თუ სიყვარულით, მუსიკისა და საქმისადმი, ხსნიდა რაღაცეებს, ელემენტარულსაც, დეტალებსაც. ამან კიდევ უფრო გამიღრმავა ინტერესი ამ სფეროსი. 

303Hz ჩემთვის არის ადგილი, სადაც შევხვდი ენთუზიასტებისა და ხელოვანების ენერგიულ საზოგადოებას - l1kume

303Hz ჩემთვის არის ადგილი, სადაც შევხვდი ენთუზიასტებისა და ხელოვანების ენერგიულ საზოგადოებას. ეს არ იყო მხოლოდ დარგის ტექნიკური ასპექტების შესწავლა; ეს იყო კავშირების დამყარება თანამოაზრე პირებთან, რომლებიც შთააგონებდნენ და მხარს უჭერდნენ ერთმანეთს ჩვენს შემოქმედებით მოგზაურობაში.

303Hz არის ადგილი, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ვეძებდი - NINA110

მუსიკის წერა საშუალებას მაძლევს  გადავიტანო ჩემი ემოციები, აზრები ხელოვნების ისეთ ფორმაში, რომელიც თვალით შეიძლება ვერც დაინახო, მაგრამ რაც მთავარია, ჩემი აზრით, მუსიკას აქვს უნიკალური უნარი, რომ ადამიანი გააღვიძოს და გამოიწვიოს ემოციები, ისე აგვიხსნას რაღაც, როგორც სიტყვებს არ შეუძლია. - NINA110

ყველა ეპოქას თავისი გენიოსი ჰყავს - ელენე გონაძე

მუსიკის ჟანრთა შორის ჩემთვის კლასიკურ მუსიკაზე მაღლა, არაფერი დგას. ყოველთვის მიჭირს გამოვყო ჩემი საყვარელი ეპოქა, რადგან ყველა ეპოქას თავისი გენიოსი ჰყავს, თუმცა როცა ჯერი არჩევანზე მიდის, ინსპირაციას იმპრესიონისტებთან (კ.დებიუსი, მ.რაველი, ე. სატიე. გ.პიერნი, კ. სალცედო) ვპოულობ. - ელენე გონაძე