Mentor Session: Ani Kvirkvelia
მენტორობა ჩემთვის პირველ რიგში გაზიარებაა. მგონია, რომ ცოდნა სტატიკური კი არა, ფლუიდური და ცოცხალი უნდა იყოს. ამ პროცესში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ყოველ სტუდენტთან სრულიად უნიკალური კომუნიკაცია და ენერგიის გაცვლა ხდება რეალურად, ჩვენ ორივე ვსწავლობთ. ტექნიკის სწავლება მარტივია, მე უფრო მეტად იმაზე ვმუშაობ, რომ მათ ბევრი დოგმატური აზრის „განსწავლაში“ დავეხმარო, ჩარჩოები მოვუხსნა.
რატი ბარამაძე - ქართული ფლაგინები საერთაშორისო ბაზარზე
ჩემი ურთიერთობა მუსიკასთან 10 წელზე მეტს ითვლის. ელექტრონულმა მუსიკამ თავიდანვე მიმიზიდა იმ უსაზღვრო თავისუფლებით, რასაც ხმის სინთეზი და ხმის დიზაინი იძლევა. ყველაფერი ჩემით, დამოუკიდებლად ვისწავლე. პრაქტიკით, ექსპერიმენტებით და დაუსრულებელი ძიებით. ჩემი, როგორც არტისტის იდენტობა ყოველთვის ლაივ-პერფორმანსებს უკავშირდებოდა.