HAMATSKUI

საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია - გიორგი დარსალია

2025-04-15 19:27:28

Seven deadly sins - ანიმე რომელიც ინსპირაციის წყაროდ იქცა და შექმნა ჩემი სასცენო სახელი - Hybris, სიამაყის ამპარტავნების ღმერთი. სინამდვილეში გამოწვევები იმდენად არ მიყვარდა, დიდხანს ვცდილობდი კომფორტის ზონაში დარჩენას. მაგრამ სიახლეების სიყვარულმა გადამადგმევინა ნაბიჯი, რომელმაც ელექტრონული მუსიკა ჩემი ცხოვრების ნაწილად აქცია. კონკრეტულად  არ მახსოვს როდის დავინტერესდი მუსიკით. სიყვარული ღრმა ბავშვობიდან მოდის, იმდენად რომ მომღერლობაზეც ვფიქრობდი, ვერ გამოვიდა. მერე გიტარის შესწავლა დავიწყე და დაახლოებით ხუთი წლის წინ დიჯეინგით დავინტერესდი. მუსიკა მეხმარება ემოციების გამოხატვაში, ყველაფერს ვუსმენ, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მელომანი ვარ.

ფროდაქშენიც ვისწავლე, მუდმივად ვმუშაობ საკუთარი თავის განვითარებაზე. ვერ ვიტყვი რომ მარტივია, თუმცა იმდენად რთულიც არ არის, უარი თქვა და ვერ შეძლო. დიჯეინგს თუ მუდმივი სელექცია და დროის დათმობა სჭირდება, Ableton-ში პრაქტიკაა აუცილებელი, უნარების განვითარება. ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი ამ პროგრამაში, უსაზღვრო შესაძლებლობებს გაძლევს მუსიკის დასაწერად. საკუთარი თავის აღმოჩენისთვის დიდი დრო გჭირდება, ბევრი ჟანრის ცდა, არტისტებზე დაკვირვება. დაკვრა ინდუსტრიალი ტექნოთი დავიწყეწე, რამოდენიმე ჟანრი შევიცვალე და ახლა Groove techno-ზე შევჯერდი. ხალხს მძირე ჟღერადობის მუსიკის ასოცვიაცია ექმნებათ მაგრამ ბევრად ემოციურ, მელოდიურ და ნაზ ჟღერადობას ვუკრავ.

303 Hz-ის შესახებ ძალიან ადრე გავიგე, დავინტერესდი და ცოდნის გასაღრმავებლად მოვედი. რადგან სიდიჯეებზე დაკვრა ვიცოდი, მთელი კურსი ვინილებს დავუთმე და იმდენად შემიყვარდა ფირფიტების შეგროვება დავიწყე. დიჯეინგის კურსმა ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადამიყვანა. აქამდე ვერიდებოდი, ახლა კი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დიჯეი ვარ და ნებისმიერ სივრცეში შემიძლია დაკვრა. თავდაჯერებული გავხდი, რაც მიღებული ცოდნის დამსახურებაა, მუდმივად ვცდილობ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო. თავიდან მეგონა, დიჯეის უნარებზე იყო ყველაფერი დამოკიდებული, რაღაც პერიოდი სელექციაზე, რომელსაც შეიძლება დიდი დრო დაუთმო და კარგი სეტი ჩაწერო. ახლა ვიაზრებ, რომ ერთმანეთის გარეშე ორივე წარმოუდგენელია. უდიდესი დრო და შრომა უნდა ჩადო, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, როცა საკუთარი თავის ძიებაში ხარ და მერე ყველაფერი დროის ამბავია.

კონკრეტულ პერიოდს ვერ გეტყვით, მინდა რომ განვვითარდე როგორც პროდიუსერი ასევე დიჯეი. დავუკრა სხვა და სხვა კლუბებსა და ფესტივალებზე. დიჯეინგი ისწავლო და საუკეთესო გახდე ასე არ ხდება. სულ უნდა ვითარდებოდე, როგორც დამწყებმა ისე უნდა უყურო საკუთარ თავს. დიდ დროს ვუთმობ Ableton-ს, ჩემი მიზანია ვქმნიდე ისეთ ჟღერადობებს, რომელიც საინტერესო იქნება, როგორც ქართველი ისე უცხოელი მსმენელისთვის.

 

თეგები:

DJING -ის ინტენსიური კურსი

-2%

დიჯეინგის კურსი სამას სამ ჰერცსში 2019 წლის დასაწყისიდან არსებობს და მისი მიზანია ნებისმიერ დაინტერესებულ . . .

Live performance -ის ინტენსიური კურსი

-5%

კურსის განმავლობაში სტუდენტები დაეუფლებიან ელექტრონული მუსიკის ლაივში დაკვრის სხვადასვა ტექნიკებსა . . .

Music Production - 3 თვიანი ინტენსიური კურსი

-5%

303 Hz გთავაზობთ ახალ 3 თვიან კურსს, რომელიც აერთიანებს: Ableton Live / Music Theory .

რა არის მიქსნგი/დიჯეინგი?

გამარჯობა, დღეს ვისაუბრებთ თანამდეროვე მუსიკის, კერძოდ ელექტრონული მუსიკის ოჯახის მნიშნველოვანი წევრის, დიჯეის და ზოგადად დიჯეინგის ანუ მიქსინგის შესახებ.

Plus One, 303 Hz-ის ალტერნატიული სივრცე

გამოწვევების წელი და 303Hz-ის ახალი სივრცე Plus One

"საბოლოოდ ყველაფერი მაინც შეგრძნებაა"- ერეკლე გეწაძე

რაც შეეხება ჩემს სასცენო სახელს, ეს ყველაზე რთული კითხვაა. მე არასდროს მქონია გადაწყვეტილი მოდი დავუკრავ, ამას დავირქმევ ამას დავწერ, ეს ყველაფერი ძალიან სპონტანურად გახდა ჩემი ცხოვრების ნაწილი, ამიტომ გადავწყვიტე ვიყო ის ვინც ვარ-ერეკლე გეწაძე.

"მუსიკა არის თავისუფლება"- ბუთა ფილია

DJ-ინგს, როგორც ნებისმიერ საქმიანობას, ძალიან ბევრი შრომა სჭირდება.

განსაკუთრებული კავშირი მუსიკასთან - ხატია იობაძე

თვითშეფასება და თავდაჯერებულობა ამიმაღლეს. დავამარცხე შიში, როცა რაღაცას ვერ ბედავ, ვერ წყვეტ, მერყეობ.