HAMATSKUI

"303Hz Stream Series" - ის შესახებ

2024-05-08 18:28:47

303Hz უკვე 5 წელზე მეტია, რაც ქალაქში არსებობს და ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა დამწყები არტისტებისთვის და არა მხოლოდ. 
ელექტრონული მუსიკის სკოლა ყოველწლიურად უამრავ წარმატებულ მუსიკოსს უშვებს სკოლის კარიდან და ხელს უწყობს მათ განვითარებას და ინდუსტრიაში ფეხის მოკიდებას.

წლების წინ, როდესაც მივხვდით, რომ საკმაოდ ბევრი ნიჭიერი კურსდამთავრებული გვყავდა, ვიფიქრეთ, რომ დრო იყო მათი გამოჩენის და ხალხისთვის გაცნობის. პანდემიის პერიოდში, როდესაც ფაქტობრივად ელექტრონული მუსიკის სცენა, ისევე როგორც ბევრი სფერო და მიმართულებები, პასიურ რეჟიმში აგრძელებდა პოზიციონირებას, გადავწყვიტეთ აქტიური სახე მიგვეცა ლაივ სთრიმებისთვის და ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან კურსს გადიოდნენ და ეუფლებოდნენ დიჯეინგს ან პროდიუსინგს,  მოტივაცია და საშუალება მიგვეცა გამოჩენილიყვნენ საკუთარი მუსიკით. ბევრი მათგანი დღეს უკვე საკმაოდ ცნობილი და წამყვანი სცენის არტისტია. 

ლაივ სთრიმების პირველადი სახე და კონცეფციაც სწორედ ეს იყო, რომ ჩვენივე კურსდამთავრებულებისთვის დაგვეთმო "პატარა სცენა" და სკოლის ეზოში ყოველთვიურად იმართებოდა სტრიმის ეპიზოდები, სადაც მოსწავლეები, მენტორები და მთლიანი სტაფი იყო ჩართული. ამგვარად, თითქოს პანდემიაში ჩაკარგული არტისტები და ინდუსტრია გამოვაცოცხლეთ და დამწყებ არტისტებს საჭიროდ ვაგრძნობინეთ თავი, რომ ისინი იმ რთულ პერიოდშიც ბევრს ნიშნავდნენ ჩვენთვის და ამ სფეროსთვის. 

ტექნიკურად მუდმივად ჩართული იყო თითოეული მოსწავლე, მენტორი, სტაფის წევრები, რომ თვეში მინიმუმ ერთხელ, გარე სივრცეში, ტექნიკურად გამართული და საინტერესო სთრიმი გაგვეშვა.



ფოტო: მაკუნა ჯინჭარაძე

მოგვიანებით, როდესაც პანდემიამ ჩაიარა და სკოლის ახალი სტაფი შეიკრა, ფაქტობრივად ნულიდან დავიწყეთ სკოლის ამოქმედება და ეტაპობრივად თითოეულ ნაბიჯს განვითარება და სიახლე მოჰყვებოდა. თითქმის ერთი წლის წინ გაჩნდა იდეა , არსებული სთრიმები გადაგვექცია სერიებად, რომელიც უამრავ არტისტს უმასპინძლებდა. 

ქეთა ჯინჭარაძე - 
    - " სკოლას მესამე წელია ვხელმძღვანელობ და ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ჩემთვის თითოეული მოსწავლე უძვირფასესია. თითოეულ მათგანს ამ ინდუსტრიაში საკუთარი ადგილი უჭირავს და ყველა ერთად ვცდილობთ სათითაოდ გავუკვალოთ გზა და დავეხმაროთ სწორი მიმართულების არჩევაში. 1 წლის წინ გამიჩნდა იდეა, არსებული ლაივ სთრიმები გადამექცია ცალკე პროექტად და ბრენდად. დამოუკიდებლად მინდოდა ჰქონოდა ლოგო, კონცეფცია და საკუთარი ადგილი ამ სფეროში. ადრე მხოლოდ კურსდამთავრებულებს ეთმობოდა სთრიმის ეპიზოდები, ამ პროექტის ფარგლებში კი გადავწყვიტე ნებისმიერი ნიჭიერი არტისტისთვის ღია ყოფილიყო ამ პროექტის კარი და გვემასპინძლა იმ არტისტებისთვისაც, რომლებიც დღეს ლოკალური სცენის წამყვან არტისტებად ითვლებიან. 

აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ პროექტის იდეის გაჟღერებიდან საკმაოდ მალე, უკვე ახალი სეზონისთვის, სექტემბრისვის, თითქმის ყველაფერი მზად გვქონდა. სკოლის სტაფიდან ყველა ჩართულები ვართ დაგეგმვის პროცესში და სეტის აწყობაში. მე, დათა შონია და სალომე ბერიშვილი, ყოველი გადაღების დროს მაქსიმალურად საკუთარი რესურსით ვაწყობთ მთლიან სტუდიას და საეთეროს, ვხვდებით სტუმრებს, გადაღების პროცესში სამივე თანაბრად და საკმაოდ ოპერატიულად ვართ ჩართულები, მადლობა მინდა მათ გადავუხადო, იმ კომფორტისთვის, რასაც ერთად ვაღწევთ ყოველი მუშაობის პროცესში.




6 თვეა უკვე , რაც აქტიურად ყოველ სამშაბათს იდება სთრიმის სერიები და უკვე საკმაოდ ბევრ არტისტს ვუმასპინძლეთ. ამ პერიოდის განმავლობაში, საკმაოდ ბევრ შეტყობინებას ვიღებ ყოველდღიურად და ვისმენ დადებით შეფასებებს, ასევე არტისტები თავად გამოთქვამენ სურვილს სთრიმზე მოსახვედრად.  ევროპიდანაც აქტიურად  მეხმიანებიან არტისტები და აგენტები, მოსწონთ ის, რასაც ვქმნით. ასეთ პატარა ქვეყანაში, რაც უფრო მეტი იქნება მსგავსი სახის პროექტი და რაც უფრო მეტი დრო დაეთმობა მუსიკას, მასზე საუბარს და მის მოსმენას, მით უფრო გამოადგება ქვეყანას და ელექტრონული მუსიკის სცენას. საკმაოდ მოკლე დროში განვითარდა ეს ინდუსტრია საქართველოში ისე, რომ თამამად ვუწევთ კონკურენციას ბევრ "სტაჟიან" ქვეყანას ამ მიმართულებით. მიხარია, რომ მსოფლიო მას