HAMATSKUI

Shop - ის გახსნა / 303Hz Merch X Miller

2024-06-15 16:00:00

15 ივნისს ( 16:00 - 20:00 ) Miller და 303Hz,  ერთობლივი პროექტის ფარგლებში - "303Hz Merch X miller " წარმოგიდგენთ Shop - ის გახსნის ღონისძიებას , სკოლის ეზოში. ღონისძიებას მუსიკალურად  მხარს დაუჭეერენ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები. 

Lineup
GLITZ N’ GROOVE

LILA TURANGA
APOLLOH

RVZKA



კოლექციის შექმნის იდეა დიდი ხნის წინ გაჩნდა და მისი მთავარი მიზანი სკოლის სტუდენტების ინტერესების, გემოვნებისა და ცხოვრების სტილის ასახვა იყო.  ამ ყველაფრით დაინტერესდა ბრენდი "Miller" და რამდენიმე პროექტის წარმდგენი გახდა. ეტაპობრივად დავიწყეთ თანამშრომლობა სხვადასხვა ფორმით, მათ შორის კაფსულა კოლექციის შექმნის მიმართულებით.
 

გვინდოდა პროექტს, როგორც ყოველთვის, გაეერთიანებინა ჩვენი სტუდენტები და ბევრი არ გვიფიქრია, თუ ვინ იქნებოდა დიზაინერი, ფოტოგრაფი , ფოტომოდელი და ა.შ. სკოლაში უამრავი, სხვადასხვა მიმართულებით ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე გვყავს. ყოველთვის ვცდილობთ და  მუდმივად სიამოვნებას გვანიჭებს მათი მხარდაჭერა, გამოხატონ საკუთარი თავი,. მაქსიმალურ ძალისხმევას ვდებთ, რომ  ჰობი თუ პროფესიია, სამას სამმა სხვადასხვა პროექტში  მათ სასარგებლოდ გამოიყენოს და თითოეული მათგანი ფართო აუდიტორიას გააცნოს.

კოლექციაზე იმუშავა ჩვენმა ორმა კურსდამთავრებულმა - დიზაინერებმა : ანდრო ოვანესიანმა და ლუკა ზაალიშვილმა, რომლებმაც, ზუსტად გაიგეს და შეარულეს დავალება

კონკრეტული დიზაინები რამდენიმე კოლექციად დავყავით, რომლებიც პერიოდულად ჩაეშვება და გაგიზიარებთ სხვადასხვა პროდუქციას - საინტერესო და შთამბეჭდავი დიზაინებით. - ქეთა ჯინჭარაძე


ღონისძიებაზე დაგხვდებათ ფოტო და მერჩის გამოფენა გაყიდვა. ღონისძიება 16:00სთ -ზე დაიწყება.

თეგები:

დიჯეი

დამწყები მუსიკოსებისთვის

ableton live -ის ინტენსიური კურსი

-5%

303 ჰერცი - გთავაზობთ ნულიდან შეისწავლოთ მუსიკა და მუსიკის წარმოების საფუძვლები, Ableton Live - ის მეშვეობით. ჩვენს . . .

DJING -ის ინტენსიური კურსი

-2%

დიჯეინგის კურსი სამას სამ ჰერცსში 2019 წლის დასაწყისიდან არსებობს და მისი მიზანია ნებისმიერ დაინტერესებულ . . .

თითოეულ სტუდენტს უნიკალური ხმა შემოაქვს ელექტრონული მუსიკის სამყაროში - ქეთა ჯინჭარაძე, 303Hz-ის მენეჯერი

 303Hz - ის ყველა სტუდენტს სიამაყით ვეტყოდი, რომ : თქვენი ოცნებები ჩვენი საწვავია, თქვენი წარმატებები კი ჩვენი ყველაზე საამაყო მომენტები.

​​​​​​​ჩემი ინსპირაცია ელექტრონულ მუსიკაზე მოცეკვავე ხალხია - Lila Turanga

მუსიკა ჩემთვის სახლია, რომელშიც ყველა იმ ემოციას და ცხოვრებისეულ მომენტს ვატევ, რის წინაშეც კონკრეტულ დროს ვდგავარ. ასე ვფიქრობდი მაშინაც, როდესაც პიანისტი ვიყავი, მაშინაც, როცა მუსიკის ისტორიას ვეცნობოდი და მის სიღრმეებში ვიქექებოდი და ასე ვფიქრობ ახლაც, როდესაც თავად ვმიქსავ.

303Hz ჩემთვის რეალობისა და ჩემი ფანტაზიების გადაკვეთის წერტილი აღმოჩნდა - Glitz-N-Groove

303Hz ჩემთვის რეალობისა და ჩემი ფანტაზიების გადაკვეთის წერტილი აღმოჩნდა - აქ შევიძინე ის უნარები, რომელიც მუსიკასთან ფიზიკური შეხების საშუალებას მაძლევს, რაზეც, შეიძლება ითქვას, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრებაა, ვოცნებობ. ეს ადრე ძალიან მიუწვდომელ და შორეულ მიზნად მიმაჩნდა, რადგან ძალიან დატვირთული ყოველდღიური რუტინის გათვალისწინებით, წარმოუდგენლად მიმაჩნდა, რომ ჩემთვის სრულიად უცხო და ახალი საქმის შესწავლისთვის დროის გამონახვას შევძლებდი. - Glitz-N-Groove

303Hz Merch - პირველი კოლექცია

303Hz Merch ის პირველი კოლექცია ბრენდ "Miller" - თან კოლაბორაციით შეიქმნა.