303Hz Merch - პირველი კოლექცია
2024-05-30 18:43:55
303Hz Merch ის პირველი კოლექცია ბრენდ "Miller" - თან კოლაბორაციით შეიქმნა.
მერჩის იდეა, დიდი ხნის წინ გაჩნდა და პირველ რიგში დავიწყეთ დაკვირვება: მოსწავლეების ინტერესები, გემოვნება, ცხოვრების სტილი ჩვენთვის პირველ რიგში საინტერესო იყო, რომ 303Hz - ის Lifestyle ყოფილიყო სტუდენტების პრაქტიკულობისა და ინტერესების გამომხატველი.
ამ ყველაფრით დაინტერესდა ბრენდი "Miller" , რომელიც რამდენიმე პროექტის წარმდგენი გახდა და ეტაპობრივად დავიწყეთ სხვადასხვა მიმართულებით ერთად მუშაობა, მათ შორის კაფსულა კოლექციის შექმნით.
- " მილერი და 303Hz ძალებს აერთიანებენ ახალი კოლაბორაციისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების გაძლიერებას მუსიკისა და მოდის საშუალებით. ორივე მხარეს გვაერთიანებს საერთო ინტერესი - შთავაგონოთ თაობა თვითგამოხატვისკენ. მილერის ბრენდის ფილოსოფია იდეალურად ერწყმის 303-ის შემოქმედებით ხედვას. ჩვენი ერთობლივი მერჩის დიზაინი ასახავს საერთო ფასეულობებს და მიზნებს. "ეს კოლაბორაცია ჩემთვის ნიშნავს ახალგაზრდებისთვის შთაგონების მიცემას, რომ ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების" - ამბობს მილერის ბრენდ მენეჯერი ლევან გოგიბერიძე. It's YOUR time ! It's Miller Time!
გვინდოდა პროექტს, როგორც ყოველთვის, გაეერთიანებინა ჩვენი სტუდენტები და ბევრი ძიება არ დაგვიწყია, თუ ვინ იქნებოდა დიზაინერი, ვინ ფოტოგრაფი , ფოტომოდელი და ა.შ. სკოლაში უამრავი მიმართულებით ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლეები გვყავს, რომლებიც სიამოვნებით გვინდა ხოლმე, მუდმივად ჩანდნენ და გამოხატონ საკუთარი თავი, არა მხოლოდ მუსიკის მიმართულებით, არამედ ნებისმიერი მათი ჰობი თუ პროფესია, სამას სამმა სხვადასხვა პროექტში სასარგებლოდ გამოიყენოს და მეტად ფართო აუდიტორიას გააცნოს თითოეული მათგანი.