HAMATSKUI

303Hz Merch - პირველი კოლექცია

2024-05-30 18:43:55

303Hz Merch ის პირველი კოლექცია ბრენდ "Miller" - თან კოლაბორაციით შეიქმნა.

მერჩის იდეა, დიდი ხნის წინ გაჩნდა და პირველ რიგში დავიწყეთ დაკვირვება: მოსწავლეების ინტერესები, გემოვნება, ცხოვრების სტილი ჩვენთვის პირველ რიგში საინტერესო იყო, რომ 303Hz - ის Lifestyle ყოფილიყო სტუდენტების პრაქტიკულობისა და ინტერესების გამომხატველი.




ამ ყველაფრით დაინტერესდა ბრენდი "Miller" , რომელიც რამდენიმე პროექტის წარმდგენი გახდა და ეტაპობრივად დავიწყეთ სხვადასხვა მიმართულებით ერთად მუშაობა, მათ შორის კაფსულა კოლექციის შექმნით.

 - " მილერი და 303Hz ძალებს აერთიანებენ ახალი კოლაბორაციისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების გაძლიერებას მუსიკისა და მოდის საშუალებით. ორივე მხარეს გვაერთიანებს საერთო ინტერესი - შთავაგონოთ თაობა თვითგამოხატვისკენ. მილერის ბრენდის ფილოსოფია იდეალურად ერწყმის 303-ის შემოქმედებით ხედვას. ჩვენი ერთობლივი მერჩის დიზაინი ასახავს საერთო ფასეულობებს და მიზნებს. "ეს კოლაბორაცია ჩემთვის ნიშნავს ახალგაზრდებისთვის შთაგონების მიცემას, რომ ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების" - ამბობს მილერის ბრენდ მენეჯერი ლევან გოგიბერიძე. It's YOUR time ! It's Miller Time!




 გვინდოდა პროექტს, როგორც ყოველთვის, გაეერთიანებინა ჩვენი სტუდენტები  და ბევრი ძიება არ დაგვიწყია, თუ ვინ იქნებოდა დიზაინერი, ვინ ფოტოგრაფი , ფოტომოდელი და ა.შ. სკოლაში უამრავი მიმართულებით ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლეები გვყავს, რომლებიც სიამოვნებით გვინდა ხოლმე, მუდმივად ჩანდნენ და გამოხატონ საკუთარი თავი, არა მხოლოდ მუსიკის მიმართულებით, არამედ ნებისმიერი მათი ჰობი თუ პროფესია, სამას სამმა სხვადასხვა პროექტში სასარგებლოდ გამოიყენოს და მეტად ფართო აუდიტორიას გააცნოს თითოეული მათგანი.



დიზაინზე იმუშავა ჩვენმა ორმა კურსდამთავრებულმა - დიზაინერებმა : ანდრო ოვანესიანმა და ლუკა ზაალიშვილმა, რომლებმაც, ზუსტად გაიგეს, რაც გვინდოდა და თიტთქოს ჩვენს გულისცემას ძალიან სწრაფად აუწყვეს ფეხი. ზუსტად ის გაგვიკეთეს, რაც წარმოდგვედინა და გამოხატავდა სკოლის და სტუდენტების ცხოვრების სტილს. კონკრეტული დიზაინები რამდენიმე კოლექციად დავყავით, რომლებიც პერიოდულად ჩაეშვება და გაგიზიარებთ სხვადასხვა პროდუქციას - საინტერესო და შთამბეჭდავი დიზაინებით. 

 დიზაინერი - ანდრო ოვანესიანი

    სამას სამის სივრცეში ერთ-ერთი ოთახი სრულად დავუთმეთ მერჩს. შოპის გახსნა სკოლაში ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მეტად თვალსაჩინო ყოფილიყო თითოეული კოლექცია და შესძლებოდათ სტუდენტებს, და არა მხოლოდ, ფიზიკურად ნახვა და “კოლექციების გამოფენების” დათვალიერება. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია 303Hz - ში ადგილზე და ასევე მოგვიანებით დავაანონსებთ სკოლის ვებ-გვერდით შეძენის შესაძლებლობასაც.



ფოტოგრაფი : ნიკა გნოლიძე - 303Hz-ის  კურსდამთავრებული.

მოდელები - 303Hz -ის კურსდამთავრებულები :  ნინა ასათიანი, ანასტასია ვაშაყმაძე, ცოტნე ერისთავი, ანდრო ოვანესიანი, სანდრო მანჯავიძე, ლუკა მანჯავიძე.


კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამთ იმ ფაქტს, რომ ჩვენთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი იყო, პროექტზე ყველა მიმართულებით დაგვეტვირთა ჩვენი სტუდენტები და მუშაობის პროცესი მეტად საინტერესო გამხდარიყო, რადგან მათი მუხტი, შინაგანი სამყარო და ცხოვრების სტილი სრულად ემთხვევა სკოლის შინაარს და რიტმს.

თეგები:

დიჯეინგი

CDJ

Ableton Live

მუსიკის წარმოება

დამწყები მუსიკოსებისთვის

ableton live -ის ინტენსიური კურსი

-5%

303 ჰერცი - გთავაზობთ ნულიდან შეისწავლოთ მუსიკა და მუსიკის წარმოების საფუძვლები, Ableton Live - ის მეშვეობით. ჩვენს . . .

DJING -ის ინტენსიური კურსი

-2%

დიჯეინგის კურსი სამას სამ ჰერცსში 2019 წლის დასაწყისიდან არსებობს და მისი მიზანია ნებისმიერ დაინტერესებულ . . .

Live performance -ის ინტენსიური კურსი

-5%

კურსის განმავლობაში სტუდენტები დაეუფლებიან ელექტრონული მუსიკის ლაივში დაკვრის სხვადასვა ტექნიკებსა . . .

Ableton Live-ის საზაფხულო 1 თვიანი კურსი

-5%

ეს კურსი შედგენილია მათთვის ვისაც სურს მოკლე პერიოდში გაიაროს ელექტრონული მუსიკის წარმოების . . .

Music Production - 3 თვიანი ინტენსიური კურსი

-5%

303 Hz გთავაზობთ ახალ 3 თვიან კურსს, რომელიც აერთიანებს: Ableton Live / Music Theory .

SYNTHESIS AND SOUND DESIGN

-5%

303 Hz გთავაზობთ, Audio Space-ის ხელმძღვანელობით, ახალ კურსს, სახელწოდებით - SYNTHESIS AND SOUND DESIGN .

mixing - post production

-5%

კურსის განმავლობაში აითვისებ მიქსინგისა და ინჟინერიის ტექნიკებს და შეძლებ საკუთარი კომპოზიციის . . .

რა არის და რისთვის გამოიყენება მიქსინგი - კურსი" Mixing In a Box "

303Hz-ის ერთ-ერთი მენტორი დათუნა დგებუაძე,იგივე RYDEEN მოგიყვებათ რას ნიშნავს და რატომ არის მნიშვნელოვანი მიქსინგი და მისი კურსი - "Mixing In a Box"

დაიცავით ყველაზე ძვირფასი ინსტრუმენტი: თქვენი სმენა!

აუცილებლად უნდა იცოდეთ თუ რატომ არის პრიორიტეტული სმენის მოვლა მუსიკის ინდუსტრიაში, ხანგრძლივი და სრულფასოვანი კარიერის უზრუნველსაყოფად.

თითოეულ სტუდენტს უნიკალური ხმა შემოაქვს ელექტრონული მუსიკის სამყაროში - ქეთა ჯინჭარაძე, 303Hz-ის მენეჯერი

 303Hz - ის ყველა სტუდენტს სიამაყით ვეტყოდი, რომ : თქვენი ოცნებები ჩვენი საწვავია, თქვენი წარმატებები კი ჩვენი ყველაზე საამაყო მომენტები.

რა ხელსაწყოები გამოიყენება გრანულარულ სინთეზში?

ამ ბლოგში ჩვენ მოგიყვებით ორ ციფრულ ხელსაწყოზე, რომლის გამოყენებაც დაგეხმარებათ მიიღოთ ისეთი ჟღერადობები, რომელიც ძირითადად ახასიათებს Ambient და Experimental ჟანრებს.

ბავშვობიდან დაინტერესებული ვარ სამყაროს ბუნებრივი ხმებით - Chadistsikheli / ვაკო ქავთარაძე .

ბავშვობიდან დაინტერესებული ვარ სამყაროს ბუნებრივი ხმებით. ჩემი ჰობია ხმების შეგროვება და შემდეგ ჰარმონიაში მოყვანა, რომელიც სათავეს ასევე სამყაროს ჰარმონიულობიდან იღებს . ხმა, რომელსაც  ვეძებ ეს შეიძლება იყოს ადამიანის მიერ გამოხატული თუ წარმოთქმული, ასევე ცხოველებისგან ,  ფრინველებისგან ,მწერებისგან, სეზონის მიხედვით  სტიქიისგან გამოწვეული ხმებით,  რომელსაც იმ მომენტში რა საშუალებაც მაქვს ყოველთვის ვიწერ ან ვიმსხსოვრებ და  იმ ადგილას ისევ ვბრუნდები, რომ ის ხმა ავიღო, რომელიც გარკვეული მელოდიის შემადგენელ ნაწილად წარმოვიდგინე იმ მომენტში. - ვაკო ქავთარაძე/Chadistsikheli

"303Hz Stream Series" - ის შესახებ

წლებია ლაივ სტრიმები სკოლის განუყოფელი ნაწილია, თუმცა 6 თვეა უკვე სტრიმის სერიები ცალკე ბრენდად ვაქციეთ და პროექტის სახე მივეცით, რომელიც ბევრ ნიჭიერ არტისტს მასპინძლობს.