HAMATSKUI

303-ში მუსიკის ფონზე გვიწვდა მუშაობა, რაც უფრო გაფოკუსებს, პროცესს უხდება - ლუკა ზაალიშვილი

2022-06-15 11:29:18

“303-ში მუსიკის ფონზე გვიწვდა მუშაობა, რაც უფრო გაფოკუსებს, პროცესს უხდება”
                                                                                                

303-ში მშვიდი და მეგობრული გარემო ინფორმაციის მიღებაში ხელს გიწყობს, აქ ზედმეტი არაფერია. შემიძლია ვთქვა,რომ ეს სკოლა აერთიანებს მომავალ გენიოს არტისტებს და მიხარია, რომ მე აქ advanced graphic დიზაინი დავამთავრე.

დიზაინერები ძალიან დიდ როლს თამაშობენ ეპოქის განვითარებაში. შესაძლოა პროცესმა რევოლუციაც კი გამოიწვიოს, რამე დიდი მოახდინოს.

ვფიქრობ, ქართველი ხალხი-ცისარტყელის ფერებს რომ ნაცრისფერიც დაამატო, (მერვე ფერი რომ ნაცრისფერი იყოს) ასე გამოიყურება.

 ამ სფეროში მონდომება და ჟინი უნდა გქონდეს რომ მიხვიდე ბოლომდე. ბევრი დაუსრულებელი პროექტი არსებობს. უნდა გიყვარდეს პროცესი, პროცესი თუ გიყვარს წარმატებული იქნები (ეს ყველაფერში ასეა). არ უნდა იფრინო, უნდა აკეთო ის რაც ნამდვილად გიყვარს. საქმის სიყვარული მთავარია და ხედვა, ხედვა ინდივიდუალური საკითხია, თუმცა ყველას აქვს. უბრლაოდ უნდა იცოდე გზები რომ დაინახო დ ა მიაგნო მას. 303-მა მე დამანახა ის გზები , რითაც შემდგომ შევძელი გამომეხატა საკუთარი თავი. იდეალური ადგილი იყო სადაც ავიღე ცოდნა და შემდგომ ჩემი თავის სწორად გამოსახატად გამოვიყენე.

სამეგობრო წრე, ურთიეთობები, კავშირები, რაც მხოლოდ კურსით არ შემოიფარგლა. აქ აღმოვაჩინე რომ თურმე ხედვა მეც მაქვს… მივხვდი რომ ყველას თავისებური სტილი აქვს. ინსპირაცია ყველაფერშია და ესეც ინდივიდუალური საკითხია, დანახვა და ძიება უნდა. ჩემს ცხოვრებაში   ერთ-ერთი პროცესი არტისტების დათვალიერებაა, ერთის გამორჩევა შეუძლებელია, არ ვადარებ ერთმანეთს, ყველას ინდივიდუალური სტილი აქვს, ერთი შეიძლება კონკრეტულად ფერების გამო მომეწონოს, ვიღაც კონტურებს ხატავდეს საოცრად, ვიღაც ფორმებს და ა.შ. მათგანაც მოდის ინსპირაცია. შეიძლება დილას გავიღვიძო, ფანჯრიდან გავიხედო ან გარეთ გავიდე და სუნი ვიგრძო, რაც შთაგონების წყაროდ იქცევა. ფერები ფორმები და ამ ყველაფრის ერთად შეხამება…

 

შეცდომების დაშვება ჩემთვის განვითარების პროცესია ვიღაცამ შეიძლება შეგისწოროს რამე და შენ სხვა კუთხით აღიქვა-ასე ვერ განვითარდები. ამასაც მონდომება სჭირდება. შენიშვნა უნდა მიიღო, დაამუშავო და გამოიყენო შენივე კეთილდღეობისთვის. 

ჩემთვის იდეალურ სამუშაო გარემოში მისიკაც უნდა იყოს ,( 303-შიც მუსიკის ფონზე გვიწვდა მუშაობა, რაც უფრო გაფოკუსებს, პროცესს უხდება), ადამიანებიც, ვისთან ერთადაც ვმუშაობ. აუცილებელია ნატურალური ქიმია იყოს ადამიანებს შორის რომ პროცესს ხელი არაფერმა შეუშალოს.

მე და ჩემმა მეგობარმა NFT-ის კოლექციის ვებსაიტი გავაკეთეთ.