HAMATSKUI

303 Hz X Tela

2025-06-26 12:51:40

303 Hz პირველი ელექტრონული მუსიკის სკოლაა, რომელსაც შესაძლებლომა მიეცა ფართო აუდიტორიის წინაშე, ფესტივალ თელაზე, საკუთარი სთეიჯით წარსდგეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სცენას ყველასთვის საყვარელი არტისტებისა და ჩვენი მენტორების გვერდით 303 Hz-ის წარმატებული სტუდენტები დაიკავებენ. საკმაოდ რთულია ამ კონკურენტულ გარემოში თავის დამკვიდრება, ჩვენ კი მაქსიმალურად ვცდილობთ, სტუდენტებს ცოდნასთან ერთად, მივცეთ შესაძლებლობა განვითარდნენ და პროფესიონალებად ჩამოყალიბდენ.

ფესტივალი, უკვე მეორე წელია ასურეთში იმართება და ორიენტირებულია ხარისხიან მუსიკაზე და სასიამოვნო გარემოს შექმნაზე.

“ერთი წლის წინ, როდესაც ლოკაციას ვარჩევდით სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდით გერმანელების მიერ აშენებულ ულამაზეს სოფელში, ასურეთში. ეს ლოკაციაც მაშინ აირჩა, საოცარი ბუნების და ფესტივალისთვის იდეალური გარემოს გარდა, უდიდესი კომფორტია ქალაქთან სიახლოვეც.  სტუმრებს შეუძლიათ როგორც ავტომობილით ასევე სატრანსპორტო სასუალებით ჩვენთან მოსვლა. (ფესტივალის ლოკაცია)

ეს არის ადგილი, რომლის თითოეულ დეტალზეც ძალიან ბევრმა, პროფესიონალმა იფიქრა. გვინდოდა შეგვექმნა გარემო, სადაც განსხვავებული ინტერესების მქონე ადამიანები საკუთარ თავს აღმოაჩენდნენ. თითოეული სთეიჯი განსაკუთრებულია. ლაინ აფი მორგებულია ადგილის სპეციფიკას. ყველაფერია ფესტივალზე იმისთვის, რომ მუსიკის და ხელოვნების მოყვარულმა სიამოვნება მიიღონ. ხარისხხი, საოცარი გარემო, კვების მრავალფეროვანი არჩევანი, Flea market და ენერგია რომელიც გმუხტავს. ეს არ არის მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი, ეს არის საგამოფენო სივცრცე ინსტალატორებისთვი, მხატვრებისთვის. ეს არის ერთი დიდი გამოცდილი გუნდის მიერ სიყვარულით შექმნილი გარემო, რომლის ნაწილიც თითოეულ ადამიანს შეუძლია რომ გახდეს.”

  • ფესტივალზე შემოსვლისას მკაცრად გაკონტროლდება ასაკი, ამიტომ გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID ბარათი, პასპორტი ან მართვის მოწმობა). 
  • კარზე ასევე იმოქმედებს მკაცრი ფეის კონტროლი. ბილეთის ქონის მიუხედავად, ორგანიზატორი უფლებას იტოვებს, არ შემოუშვას სტუმარი(ები), მისი ფიზიკური კონდიციისა თუ სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით, რასაც ფეის კონტროლი თავად გადაწყვეტს ადგილზე. (ფეის კონტროლის მიერ, ფესტივალზე არ შემოშვების შემთხვევაში, ბილეთში გადახდილი თანხა დაგიბრუნდებათ თქვენს საბანკო ანგარიშზე 7 სამუშაო დღეში.)
  • შემოსვლისთანავე დაგხვდებიან  “Info Angels”, რომლებიც მაქსიმალურად დაგეხმარებიან, ფესტივალთან დაკავშირებულ სხვადასხვა ინფორმაციულ საკითხებზე.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს, 303 Hz-ის სტუდენტებისთვის კი ამოქმედდა სპეციალური პრომო კოდი, დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში.

 

თეგები:

DJING -ის ინტენსიური კურსი

-2%

დიჯეინგის კურსი სამას სამ ჰერცსში 2019 წლის დასაწყისიდან არსებობს და მისი მიზანია ნებისმიერ დაინტერესებულ . . .

hip-hop / beatmaking -ის ორ თვიანი ინტენსიური კურსი

-3%

Hip-Hop/Beatmaking ის კურსის დანიშნულება მსურველთათვის ინსტრუმენტალური მუსიკის შექმნის სწავლება ჰიპ ჰოპ-ის . . .

Live performance -ის ინტენსიური კურსი

-5%

კურსის განმავლობაში სტუდენტები დაეუფლებიან ელექტრონული მუსიკის ლაივში დაკვრის სხვადასვა ტექნიკებსა . . .

Music Production - 3 თვიანი ინტენსიური კურსი

-5%

303 Hz გთავაზობთ ახალ 3 თვიან კურსს, რომელიც აერთიანებს: Ableton Live / Music Theory .

მნიშვნელოვანია გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ - სალი კიპაროიძე

მუსიკა ჩემთვის მხოლოდ ხმა, ჟღერადობა არაა - ენაა, თავისუფლებაა , რაღაც რიტუალია, როგორ ვამუშავებ სამყაროს და გამოვხატავ იმას, რასაც სიტყვები არ ჰყოფნის.

მე ვარ ის ნინია და ეს ამბავიც ჩემი გზის ნაწილია.

თვრამეტი წლიდან დამოუკიდებლად ვცხოვრობ.