გახსოვს ის მომენტი, როცა მიხვდი, რომ მუსიკა შენს ცხოვრებას განსაზღვრავდა?
12 წლის ასაკში, უკვე ვიცოდი რომ მუსიკოსობა მინდოდა. მაშინ ჯერ კიდევ Ozzy Osbourne-ის და Nelly Furtado-ს ფანი ვიყავი და მეგონა, რომ ელექტრონული მუსიკაც დირიჟორივით იყო, ირგვლივ უამრავი ინსტრუმენტი ეწყო და თითოს თითო ადამიანი ეჯდა. თვალს ვხუჭავდი, ხელს ვწევდი და ვამბობდი - ჩართე დრამი. ჩემს წარმოდგენებში ეგრე ხდეგბოდა. მალევე - ორ წელიწადში, ჩემდა საბედნიეროდ, გაიხსნა Ableton-ის სკოლა “ცუმბო”, სადაც არასრულწლოვნებს არ იღებდნენ, მაგრამ უკვე ვაკეთებდი ჩემით რაღაცებს და ცოტა ნაცნობობითაც მოვახერხე და დავიწყე სწავლა. აქ მივხვდი, რომ ელექტრონული მუსიკა არ არის დირიჟორი რაზეც გული დამწყდა. დღემდე ხინჯად დამრჩა, რომ დირიჟორი არ გავხდი. ეს წლები იყო პირველი საფეხურები როდესაც გავიაზრე, რომ არ არის ელექტრონული მუსიკა ძნელი. უკვე 14 წლის ასაკში, ჩემი ძმის მეგობრების კლუბში - კუბიკ რუბიკი, ლაივი უნდა დამეკრა. ერთი კვირა იყო დარჩენილი და ვფიქრობდი დიჯეის სეტზეც, უფრო მარტივად მეჩვენებოდა. მერე ჩემმა ძმამ მითხრა - "სხვისი ტრეკები ვის რაში აინტერესებს, ყველას შენი მუსიკის მოსმენა უნდაო" - და მთელი ცხოვრება დავრჩი ერთგული ლაივის მიმართ. იგივე პროგრამის და პროცესის ერთგული. ბევრი რამე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, კლასიკური მუსიკა, კონსერვატორია, სხვა ჟანრები, მაგრამ ჩემს მთავარ მუსიკალურ ცენტრად დარჩა Ableton-ი. ესეთი მოსაზრებაა, რომ გიტარა არ არის ინსტრუმენტი ის არის ხელის გაგრძელება, ასეა ეს პროგრამაც - ვრთავ, შიგნით ვმუშაობ, ის ჩემი ფიქრის და სხეულის ნაწილი გახდა.
თავიდან, რომ დავიწყე საცეკვაო მუსიკას არც ვაკეთებდი, დღევანდელი ენით ამას ექსპერიმენტალური მუსიკა ჰქვია, მაგრამ არ მიყვარს ამ ტერმინის ასე გამოყენება, უბრალოდ არასაკლუბო მუსიკა იყო. რაღაც ასაკში როცა სტუდენტობის დრო მოვიდა, მივხვდი - ებლტონი ვიცი, ციფრულ მუსიკაში ვერკვევი, მაგრამ უკვე ბევრად მეტი მჭირდება, შვიდი წელი ვიხარშებოდი. ჩაბარების ეტაპი რომ დადგა, რადგან კონსერვატორიაში მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტი არ არსებობდა, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ჩავაბარე. პარალელურად დავიწყე ჩემით განათლების მიღება. ვიარე ფორტეპიანოზე ერთი წელი, დიდად ნიჭი არ აღმომაჩნდა. მეც და ჩემი მასწავლებელიც, რომ გავწვალდით მითხრა: ერთი კაცია - რეზო კიკნაძე და წელს დაიწყო მუსიკის ტექნოლოგიის კურსიო. ჩამოვართვით ერთმანეთს მე და ჩემმა მასწავლებელმა ხელი და სამუდამოდ დავემშვიდობეთ. რეზო კიკნაძეს შორიდან ვიცნობდი, ყოველ ხუთშაბათს დავდიოდი მის მოსასმენად ჯაზ კლუბში, პროფესიონალი საქსაფონისტი და მუსიკოსია. რეზომ მითხრა, რომ მიღება დასრულებული იყო და წელს ვერ ჩავაბარებდი კონსერვატორიაში, თუმცა შემეძლო ილიაში თავისუფალ სტუდენტად დავსწრებოდი. ერთი წელი ვესწრებოდი მის ლექციებს. დღეს, ილიას უნივერსიტეტში იგივე ფაკულტეტზე ლექტორის პოზიციას ვიკავებ. აღმოვაჩინე ჩემთვის საერთოდ ახალი სამყარო, გავეცანი მეოცე საუკუნის კლასიკურ მუსიკოსებს, გავაცნობიერე, რომ პირველ რიგში ელექტრონული მუსიკა თანამედროვე კლასიკური მუსიკის გაგრძელებაა.
ერთ წელიწადში ჩავაბარე მუსიკის ტექნოლოგიებზე კონსერვატორიაში, ჩემი ჯგუფი ამ კურსის პირველი გამოშვება იყო, ზოგიერთი მათგანი ჩემზე დიდხანს, ხუთი ან მეტი წელი ელოდა ამ შესაძლებლობას. ამიტომ ყველამ ჩამოყალიბებულად ვიცოდით რა გვინდოდა. რეზო კიკნაძის დამსახურებაა, რომ საქართველოში მუსიკალური ტექნოლოგიების ფაკულტეტი არსებობს და ამ ფაკულტეტს ძალიან ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს.
ორი წელი დავისვენე აკადემიური სწავლებისგან, ამის შემდეგ კი თეორიის შესწავლა დავიწყე. მივხვდი, ის ექსპერიმენტები რისი კეთებაც ცხოვრებაში მინდოდა, იყო აკადემიური და ელექტრონული მუსიკის ნაზავი. ამ ორ სამყაროს, მიმართულებას შორის არსებული ზღვარი, ვიდრე მარტო მუსიკის ტექნოლოგიები და გავაგრძელე კლასიკური მუსიკის კომპოზიციაზე სწავლა.
ფილმისთვის მუსიკის შექმნისას რამდენად კომფორტულია თავისუფლად მოქმედება, როცა გიწევს რეჟისორის ხედვის გათვალისწინება, და როგორ განსხვავდება ეს დამოუკიდებელი კომპოზიციისგან?
ჩემს ცხოვრებაში, ბუნებვრივად შემოვიდა როგორც კინო მუსიკა ისე სხვა მიმართულებები. თაეტრის, თანამედროვე ბალეტის მუსიკა - რაღაცები დარჩა ჩემთან ერთად, რაღაცები გაიფილტრა. თეატრის მუსიკა საკმაოდ სპეციფიური აღმოჩნდა ჩემთვის და ძალიან განსაკუთრებული შემთხვევის გარდა არ ვგეგმავ რომ გავაკეთო. ბევრ ადამიანთან ერთად მუშაობა, საკმაოდ არაინტიმური პროცესი აღმოჩნდა, უფრო ისეთმა მიმართულებებმა ჩამითრია, სადაც მარტო, სახლში შემიძლია ვიყო და ვიმუშავო.
როგორც კომპოზიტორები ამბობენ - კინო მუსიკა მუსიკა არ არი, ეს კინო მუსიკაა. როცა მას ქმნი, გიწევს გაითვალისწინო რეჟისორი, ის არის ავტორი, რეჟისორმა შექმნა სამყარო რომელსაც ემსახურები. მუსიკა თუ იქნება უფრო რთული ან უფრო ღრმა ვიდრე სურათი, გამოდის რომ მაყურებელი მოიპარე. ასე რომ შენი ეგო მიდის უკან, უსმენ რეჟისორს, უსმენ კინოს და უბრალოდ აფასებ რასაც ფილმი ემსახურება. საკუთარ სათქმელს იქ ვერ იტყვი. ემსახურები უკვე არსებული სათქმელის გაძლიერებას და ხაზის გასმას. ზოგაგად კინო მუსიკის წერისთვის ცალკე განათლებაა საჭირო, ეს ცალკე კარიერაა. მე ის უბრალოდ შევითავსე და არასდროს უცნობი ადამიანისთვის არ დამიწერია. იმასთან შემიძლია მუშაობა ვისთანაც ვიცი, რომ ღირებულებების თანხვედრა მაქვს და ეს მნიშვნელოვანია. ცხადია ყველაზე ხშირად ჩემს ძმასთან ვმუშაობ, მისთვისაც ადვილია ამიხსნას და ჩემთვისაც სწორად გავიგო. ყველაზე ძნელია რეჟისორის და კომპოზიტორის ურთიერთობა, რადგან ისინი არ ლაპარაკობენ ერთი ენით. მათ რეალობაში, ერთი და იგივე ტერმინს სხვადასხვა მნიშვნელოვბა აქვს. (სიტყვა ფორმა ფორმალიზმი მუსიკაში სულ სხვა მნიშვნელობა აქვს, რეჟისურაში სულ სხვა. ასეა ყველა შემდგომ სიტყვაზე.) რთულია საერთო ენის პოვნა, სწორედ ამიტომ არსებობს ეს პატერნი თუ გამეორებითობის ჯაჭვი, როგორც კი რეჟისორი და კომპოზიტორი გაუგებენ ერთმანეთს სხვა პროექტებზეც ერთად აგრძელებენ მუშაობას.
შენი სტილი მოიცავს საცეკვაო, ექსპერიმენტულ და ინსტრუმენტულ ჟანრებს, როგორ ახერხებ ამ ყველაფრის გაერთიანებას ერთ მუსიკალურ იდენტობაში. რა ადგილი უკავია შთაგონებას შენს შემოქმედებაში?
ვერ ვიტყოდი, რომ მუსიკა რომელსაც ვაკეთებ კლუბისთვის და მუსიკას რომელსაც არ ვაკეთებ კლუბისთვის არის ერთი მუსიკალური იდენტობის ნაწილი, ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული ერთი პიროვნების ორი სახე, ცოტა გაორკეცებულიც. რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ, როგორც ტექნიკურ დონეზე, ასევე ინსპირაციების კუთხით. ორივე თანაბრად მაინტერესებს და ორივე თანაბრად მიყვარს - ერთნაირი მნიშვნელობის არის ჩემთვის. ცეკვა ისევე მიყვარს, როგორც წამოწოლა და მუსიკის მოსმენა, უბრალოდ ამ ორ მუსიკას ნაკლები საერთო აქვს. მომისმენია, “რა განსხვავებაა საცეკვაო მუსიკას სახლშიც მოვუსმენო”, ეგრე ბალეტსაც შეგიძლია სახლში უსმინო. რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, რომ არანაირი ზღვარი არ არსებობს, უფრო ვუახლოვდებით მას. ეს ზღვარი იქ ჩნდება, როდესაც მუსიკოსი წერას იწყებს. ამიტომ, არანაირად არ ვცდილობ, ამ ორი მიმართულების გაერთიანებას. მომწონს ჩემი ცხოვრების ეს ბალანსი, ორ სამყაროში ვარსებობ, რომლებსაც ერთმანეთთან შეხება არ აქვთ.
ყველაზე დიდი შთაგონება, ჩემი აზრით არის სხვისი მუსიკის მოსმენა და მისით აღტაცება. მაგ დროს მომდის იდეები. თან მე სიტყვა შთაგონების დიდი ფანი არ ვარ, ყველაფერი მუშაობის დროს მოდის და ადამიანი თუ შთაგონებას ელოდება არასდროს ეწვევა ის.
მოგვიყევი ბოლო ალბომზე, რომლის პრეზენტაციაც ახლახანს იყო.
სულ ბოლო ალბომს ჰქვია,Forests, Tales, Cities, Forests - ეს არი ჩემი ბოლო ფირფიტა და პირველი ალბომი, რომელიც წელს ლონდონში გამოიცა. აერთიანებს კლასიკურ და ელექტრონულ მუსიკას. ის რის გამოც მაგისტრატურა ავირჩიე კლასიკური მიმართულებით და წლები ვემზადებოდი ამ ალბომში ჩავატიე და 4 წელი მოვანდფომე.
ერთ დღესაც, 2021 წელია და საუნდქლაუდზე მომწერა ბავშვობის და ყველა დროის საყვარელმა მუსიკოსმა, ნიკოლას ჯაარმა. რომლისთვისაც სანამ მომწერდა ორი სამი წლით ადრე მქონდა ტრეკები გაგზავნილი, რომ თავის ლეიბლზე გამოეშვა. ის მწერდა, და ბოდიშს მიხდიდა, გვიან მოვისმინე ძალიან მომეწონაო და მისი ინიციატივით შევხვდით ზუმში. ჩემი აფსოლუტური კუმირია და რომ დავრეკეთ მითხრა, ძალაინ მომეწონა, მოიფიქრე ნებისმიერი პროექტი, ნებისმიერი მასშტაბის და დავაფინანსებო. ამასობაში ბერლინშიც შევხვდით, სადაც გავუზიარე ჩემი იდეები და დავიწყეთ მუშაობა ამ ალბომზე. ჯერ წელიწადნახევარი მოვანდომე ამ მუსიკის დაწერას, ერთი წელი დასჭირდა მუსიკის ჩაწერას, იმიტომ რომ ორკესტრი მონაწილეობს, და წელიწადნახევარი ედითინგს, რომ საბოლოო ალბობის სახე მისცემოდა. ოფიციალური პრემიერა გაიმართა ქუთაისის კინო ფესტივალზე, ასევე იყო თბილისის კინო ფესტივალზე. უშუალოდ ფირფიტის გამოცემა და ალბომის გამოშვება 14 დეკემბერს მუტანტ რადიოში იგეგმება სადაც ველოდებით თითოეულს.
303 Hz და გიორგი კობერიძე - რას ურჩევდი როგორც მენტორი/არტისტი დამწყებ პროდუსერებს.
რჩევა არ ვიცი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, საკუთარი გამოცდილებით, რა შეცდომა დავუშვი. რადგან ელექტრონულ მუსიკაში ვიყავი, ვფიქრობდი რომ მარტო ის ცოდნა რაც ერთი შეხედვით ელექტრონულ მუსიკაში არსებობს საკმარისი იყო და სხვა ცოდნას შეიძლება ხელი შეეშალა. მალევე მივხვდი ნებისმიერი მუსიკა, ინსტრუმენტი - კლარნეტი იქნება ეს თუ დუდუკი, რომელსაც დამატებითი ცოდნა მოყვება, სტრუქტურის თუ თეორიის სახით აადვილებს ელექტრონული მუსიკის შექმნას. ეს დამატებით ბენეფიტს იძლევა. მიხარია, რომ ჩვენი კურსის ბოლო ერთი თვე მუსიკის თეორიას ეთმობა, რომელსაც ფანტასტიური პიანისტი გიორგი აროშვილი უძღვება. თუმცა სტუდენტებს ვურჩევ ერთი თვით არ დაკმაყოფილდნენ და არ შეწყვიტონ ცოდნის მიღება.
მეორე უფრო იუმორისტული და საკმაოდ პრაქტიკული რჩევაა, თქვენი სოციალური ქსელები, ყველაფერი სადაც სქროლავთ ეცადეთ გადაიყვანოთ მუსიკალურ ალგორითმზე. შეეცადედ რომ მთლიანად მოგიცვათ ამ სამყარომ. აირჩიე პროფესია და მიეცი საშუალება, რომ მოგკლას.
თეგები:
ableton live -ის ინტენსიური კურსი
-5%
303 ჰერცი - გთავაზობთ ნულიდან შეისწავლოთ მუსიკა და მუსიკის წარმოების საფუძვლები, Ableton Live - ის მეშვეობით.
ჩვენს . . .
კურსის განმავლობაში სტუდენტები დაეუფლებიან ელექტრონული მუსიკის ლაივში დაკვრის სხვადასვა ტექნიკებსა . . .
DJING -ის ინტენსიური კურსი
-2%
დიჯეინგის კურსი სამას სამ ჰერცსში 2019 წლის დასაწყისიდან არსებობს და მისი მიზანია ნებისმიერ დაინტერესებულ . . .
MIXING IN A BOX
-5%
კურსის განმავლობაში აითვისებ მიქსინგისა და ინჟინერიის ტექნიკებს და შეძლებ საკუთარი კომპოზიციის . . .
hip-hop / beatmaking -ის ორ თვიანი ინტენსიური კურსი
-3%
Hip-Hop/Beatmaking ის კურსის დანიშნულება მსურველთათვის ინსტრუმენტალური მუსიკის შექმნის სწავლება ჰიპ ჰოპ-ის . . .
Ableton Live Online
-5%
ეს კურსი შედგენილია მათთვის ვისაც სურს ონლაინ გაიაროს ელექტრონული მუსიკის წარმოების გაკვეთილები . . .
Music Production - 3 თვიანი ინტენსიური კურსი
-5%
303 Hz გთავაზობთ ახალ 3 თვიან კურსს, რომელიც აერთიანებს: Ableton Live / Music Theory .
Music Theory - 1 თვიანი ინტენსიური კურსი
-5%
კურსის განმავლობაში სტუდენტი მიიღებს მუსიკის თეორიის საბაზისო ცოდნას.
ამ კურსზე მიღებული ცოდნა, . . .
"საბოლოოდ ყველაფერი მაინც შეგრძნებაა"- ერეკლე გეწაძე
რაც შეეხება ჩემს სასცენო სახელს, ეს ყველაზე რთული კითხვაა. მე არასდროს მქონია გადაწყვეტილი მოდი დავუკრავ, ამას დავირქმევ ამას დავწერ, ეს ყველაფერი ძალიან სპონტანურად გახდა ჩემი ცხოვრების ნაწილი, ამიტომ გადავწყვიტე ვიყო ის ვინც ვარ-ერეკლე გეწაძე.
303 Hz X Tela
303 Hz პირველი ელექტრონული მუსიკის სკოლაა,
შემოქმედებითი გზა - რატი ლეჟავა
ბერლინში გატარებულმა პერიოდმა ჩემი შემოქმედება ახალი გზით წაიყვანა.
ჩვენ აღმოვაჩინეთ უნიკალური საშუალება ემოციების გამოსახატად- მია მიქელაძე & მარიამ ავალიანი
მაინც მუსიკამ დაგვაახლოვა
Mentor Session: BEQA
უკვე ერთი წელია, რაც 303 Hz-ის გუნდს შემოვუერთდი,
Mentor Session: KOTE JAPARIDZE
ემს არტისტ მეგობრებს ხშირად დავყვებოდი იმ დროინდელ კლუბებში. ერთ-ერთი იყო კობერა, ჩვენი მენტორი. ჯერ კიდევ არასრულწლოვნები ვიყავით, თუმცა ასაკობრივი ბარიერი არ არსებობდა.